ჯაბა კანკავა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 იანვარს, 19 საათზე, ქ.თბილისის საკრებულოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2015 გაიმართა.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

ფეხბურთის ფედერაციამ წლის რჩეულები 6 ნომინაციაში დაასახელა:

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ალექსანდრე იაშვილი;
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი;
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია;
საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე;
საუკეთესო მსაჯი -
გიორგი ვადაჭკორია
;
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა.

იხილეთ ფოტოგალერეა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
თანამემამულენო ვწეროთ თავშეკავებულად!...
ნიკა
30 იანვარი 2016 21:08
0
გამოკითხვა ყოფილა ხალხო და ფედერაცია რა შუაშია, კაცურად თქვით ერთი. არ უნდა ჩაეთვალა ასეთი ხმები? :)))
კრიტიკას და ბოღმას შორის სხვაობას ხედავთ?
ramo
30 იანვარი 2016 16:38
0
ყველაფერში ბანძი ფედერაცია!
zaza
30 იანვარი 2016 16:26
0
დინამოს იქით არ გაიხედოთ. მერე მოვა გაბალა და...
დინამო =GFF
30 იანვარი 2016 16:17
0
სულ შეგაზიზღებენ ფეხბურთს!იაშვილი და კანკავაო))) ერთი პენსიონერი და მეორეს "რეიმსმა"3თვეა თამაში ვერ მოიგო და თუ არ გავარდა წელს დიდი სენსაცია იქნება. ამასთან საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ამ გუნდის წევრია და ყოველ თამაშში წითელი თუ არა ყვითელი გარანტირებული აქვს! ქართული ფეხბურთი ზენიტშია გიხაროდეს ერო...
durmishxan
30 იანვარი 2016 15:28
0
.... ფედერაცია!!!!!კანკავას ყველა ტამაჰი აგდებენ!!!! იავილი 99 წლისაა!!! მოედანზე .......!
jondo
30 იანვარი 2016 12:18
0
ეს GFF რომელი ქვეყნის ფედერაციისაა
n.g
30 იანვარი 2016 09:11
0
ტყუილადაქებთ ჭ კლასს.მაგათ ქებას სჯობია კვახი მოიწიოთ სტადიონებზე და ბიზნესი დატრიალოთ
uaresa
30 იანვარი 2016 07:36
0
საუკეთესო ფეხბურთელი ბორის პაიჭაძეა!არ წაახალისოთ ახალგაზრდები,არააააააა!
paata
30 იანვარი 2016 04:49
0
ავოიეე ტაში ტუში შენ დაუკარ ... მიუხედავად დიდი პატივისცემისა იაშვილის მიმართ იმ ჩემპიონატის ..... სადაც 40წლის იაშვილი საუკეთესო იქნება!მაგარ რეკლამას უკეთებენ ქართულ ფეხბურთს!!მერე უკვირთ რატომ არავის ჭირდება ქართველი ფეხბურთელებიო?!ხაი .... რესპუბლიკ! ისე არ გააბაზროთ მაინც ეს ნიუსი სირცხვილია))
pensioneri
30 იანვარი 2016 01:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული