თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თურქულ ბელეკში მეოთხე სპარინგ-მატჩი ბრატისლავის "სლოვანთან" გამართა.

შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 5:2 დასრულდა. დუბლით ნიკოლოზ გელაშვილი გამოირჩა. თითო გოლი იაშვილმა, ქვილითაიამ და ჭანტურიშვილმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ "დინამო" თურქულ შეკრებაზე ჯერჯერობით ზედიზედ ყველა სპარინგ-მატჩი მოიგო. "სლოვანამდე" დინამოელებმა ხორვატილი "სპლიტი" (1:0), ბელორუსის ბატე (2:0) და სერბული "ვოივოდინა" (2:1) დაამარცხეს.

გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ "დინამოში" ახალი მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის მოსვლის შემდეგ გუნდმა ყველა მატჩი მოიგო.

მომდევნო მატჩი თბილისის "დინამო" ლვოვის "კარპატთან" 13 თებერვალს გამართავს. შეგახსენებთ, რომ "კარპატის" რიღსებას ქართველი ფეხბურთელი
ბუბა დაუშვილი იცავს.

თურქეთი. ბელეკი. 17:00
დინამო (თბ)-სლოვანი 5:2
გოლი: 1:0 იაშვილი (პენ. 30), 2:0 ქვილითაია (43), 3:0 ჭანტურიშვილი (48), 4:0, 5:1 გელაშვილი (71, 78), 4:1 ვიტეკი (პენ. 78), 5:2 სიმოვიჩი (79)

"დინამომ" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

ბეგაშვილი, გურული, ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე, ცინცაძე, ალვარო, იაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ქვილითაია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ალბათ გული წყდებათ დინამო რომ წარმატებით თამაშობს,თორემ სხვა რაუნდა იყოს?ყველა ქართული გუნდების თამაში წერია დინამოს ქვემოთ თუ ჩაყვები ტორპედოსიც და ყველას თამაშები....
Nukri
10 თებერვალი 2016 21:50
0
გივი ძმაო უნდა გიხაროდეს ,გუნდმა თამაში ისწავლა საშუალო დონის გუნდებთან და თან როგორ ?ყველა მოიგო და ამიტომაც კაცი პოზიტივს რომ დაინახავს?
Nukri
10 თებერვალი 2016 21:44
0
დინამოს გაშუქებით არაფერი შავდება,ყველა სხვაც გაშუქდება დარემუნებული ვარ და დინამოს სიახლეები ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის ყველა მოყვარულს უნდა აინტერესებდეს.წარმატებები დინამოს და ნეტა ყველა ქართული კლუბი იყოს ასეთი გამართული ინფრასტრუქტურით.იმედია წელს ლიგაზე შევძლებთ გასვლას,ეს მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება
aleqsandre
10 თებერვალი 2016 21:14
0
ასე თუ გააგრძელეთ სტადიონები ისევ გაივსება. წარმატებები!!!!
გუჯა კახაძე
10 თებერვალი 2016 19:59
0
უკეთესი იქნებოდა თბილისის ჩემპიონატი ჩაეტარებინათ,რა დინამო აიჩემეს...
mmm
10 თებერვალი 2016 19:51
0
Neta eseti tamashebi iyos chvens chempionatshi da eseti tempi rogoric dinamom achvena dges
Irakli 88
10 თებერვალი 2016 19:42
0
პოზიტივი ძმაო, პოზიტივი! დინამოსგან პოზოტივი მოდის ბოლო დროს და ამიტომ აშუქებენ სულ. მალე მგონი ლიგაზეც გავალთ. ასე გააგრძელეთ ბიჯებო.
soso
10 თებერვალი 2016 19:14
0
რა ტვინი წაიღეთ ამ დინამოს სიახლეებით და ერთი და იგივე გუნდებით ქუთაისი საქართველო არაა? მათაც ქონდათ თამაში გუშინ და დაგეწერათ რამე
givi
10 თებერვალი 2016 18:59
0

სიახლეები პოპულარული