სემინარი 7-დან 11 თებერვლამდე გაგრძელდება და ქართველთა ვოიაჟის ხარჯებს მთლიანად უეფა დაფარავს.
''ბოლო წლებში მსგავს შეხვედრებზე უკვე 40-მდე ქართველი მწვრთნელია ნამყოფი და, ბუნებრივია, მათ სემინარებს მათთვის უქმად არ ჩაუვლია. ცნობილი ევროპელი სპეციალისტები ჩვენს მწვრთნელებს უახლეს პროგრამებს აცნობენ და, შეზღუდული დროის მიუხედავად, სემინარებიდან ყოველთვის გაღრმავებული ცოდნითა და გამდიდრებული გამოცდილებით ვბრუნდებით ხოლმე. ბელგიაში ახლაც დატვირთული და საინტერესო გრაფიკი გველის. ამ სემინარის მთავარი მიმართულება ახალგაზრდული ფეხბურთია და ასკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ამიტომ მიგვყავს, მაგრამ, რაკი საშუალება იყო, დელეგაციაში ორი კლუბის წარმომადგენელიც შევიყვანეთ", - გვითხრა გაიოზ დარსაძემ.
მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ქართველი მწვრთნელები მორიგ სემინარებს მარტის ბოლოს კოვერჩანოს სახელგანთქმულ ბაზაზე დაესწრებიან.
.