"არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო... სად დავკარგეთ ქართველობა?"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აკაკი დევაძის ჯანმრთელობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი უჯდება.
გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...

მამუკა წერეთლის განცხადების ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში
ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარელს, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?

რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.

ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...

არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...

ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ერთი რამეც უნდა ითქვას. დევას ეს დაავადება წლებია რაც აქვს დაახლოებით 4 წლის წინ მისგან მოსმენილი ვიცი, რომ ძალინ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ აკრძალვის მიუხედავდ მაინც სვამდა.მას შემდეგ არ მინახავს ეს ადამიანი და ძალიან გამიხარდა რომ ცოცხალია და კიდევ აქვს გადარჩენის შანსი
ცოტნე
30 მარტი 2016 23:36
0
უამრავი გაჭირვებულია საქართველოში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე კი პირველ რიგში საფეხბურთო "ოჯახმა" იზრუნოს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი უამრავი თანხის წყალობით აქვს სწორედ ათასაბით ლარიანი ტრუსებში გადახდილი ფული. გამოჯამრთწლებას ვუსურვებ აკაკი დევაძეს.
დავით
30 მარტი 2016 11:30
0
გაიხარე შენ...მაგრამ დაფიქრდება ვინმე? წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი მოკვდავების მიმართ რა ხდება? ვინც არც ცნობილი სახეა და არც ნაცნობ– მეგობრები გვყავს პარლამენტში და ტელევიზიებში :(
კაკუნა
30 მარტი 2016 09:30
0
#გადავარჩინოთდევა 0901901981 ზარის ღირებულება 1 ლარი
Giorgi
30 მარტი 2016 03:03
0
ფედერაციამ 10 000 ლარი აგდაურიცხა და როცა არ იცისთ ნუ აკრიტიკებთ ფედერაციას :))
დავითა
30 მარტი 2016 00:19
0
ხალხნო გავანებოთ ეხლა ერთმენითში კამათს ჯობია ყველამ ერთად დავეხმაროთ ამ ადამინას,,,
pexburti
29 მარტი 2016 22:18
0
არ უნდათ დახმარება ძველ თანაგუნდელებს და ეს არის. არც ფეხბურთის ფედერაციას სურს. ოთხი ვარიანტია. 1 - არ მეგობრობდნენ, 2- ყოფილი თანაგუნდელები/ფედერაცია უნამუსოები და უგულონი არიან, 3 - ვერავინ თავი ვერ მოაბა (მოინდომა) დახმარების ორგანიზაცია ანუ ფონდის გახსნა, ფულის შეგროვება. 4 - ფული უკვე არის და კორესპონდენტმა არ იცის.
აირჩიეთ ვის რაც მოეწონება
giga
29 მარტი 2016 21:09
0
ნურავის მიუთითებთ,რა გამოდის თქვენ გული შეგტკივათ,მაგრამ 1 ლარიც არ გექნებათ გადარიცხული, რადგან არ გაქვთ ფული,კალაძეს და არველაძეებს კი თვლით,რომ უნდა უკარნახოთ,მათ გული არ აქვთ და ძმაკაცობა არ იციან,გაჭირვებულის თანადგომა არ უნდათ,სირცხვილია,გონს მოდით.
ვახვახ
29 მარტი 2016 20:55
0
აუცილებლად მიუთითეთ საბანკო რეკვიზიტები ან მიუთითეთ ნომერი სადაც შეძლება ადამიანს რისი საშუალებაც აქ გადარიცხოს თანხა.
qeti
29 მარტი 2016 20:49
0
ახლა გაგახსენდათ არველაძეები ყოველ მეორე კომენტარში რომ წერთ ფული გადარიცხოსო??? მოშორდეს ქართულ ფეხბურთსო ხომ თქვენ იძახდით??? კარგათ გაიკითხეთ ვინ რამდენს რიცხავს და ვინ ვის ეხმარება, რადგან სხვებივით არ აპიარებენ თავის კეთილ საქმეებს მაგიტომ იოლად სალანძღავები არიან ეტყობა!
Data
29 მარტი 2016 20:39
0

სიახლეები პოპულარული