რომან ფიფია: ბედნიერი ვიქნებოდი, "დინამოს" დონის მინიმუმ სამი გუნდი რომ გვყავდეს!
ახლა ყველაფერი გარკვეულია: 27-31 მაისს თბილისში გაიმართება ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი 2000 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
ამასთან ერთად, ყველა გუნდს შეეძლება, განაცხადში შეიყვანოს 1999 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელი, რაც ტურნირის დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს. ეგაა, ასაკით უფროს ფეხბურთელთაგან მინდორზე ყოფნის უფლება მხოლოდ სამს ექნება.
რაც შეეხებათ მონაწილეებს, ჩვენი ინფორმაციით,
ტურნირს თბილისის "დინამოს" აკადემია უმასპინძლებს, ფინალი კი "დინამო არენაზე" გაიმართება.
საქართველოს თასის ფინალის შემდეგ "დინამოს" ხელმძღვანელობა ამ ტურნირის თაობაზე საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"