საერთაშორისო ტურნირი თბილისში: "დინამო", "ბეშიქთაში", "ხეტაფე", "ალკმაარი"...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ ძალიან კარგ საქმეს მოაბა თავი. ამის შესახებ "ლელოსთან" კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ცოტა ხნის წინ ილაპარაკა.

რომან ფიფია: ბედნიერი ვიქნებოდი, "დინამოს" დონის მინიმუმ სამი გუნდი რომ გვყავდეს!

ახლა ყველაფერი გარკვეულია: 27-31 მაისს თბილისში გაიმართება ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი 2000 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

ამასთან ერთად, ყველა გუნდს შეეძლება, განაცხადში შეიყვანოს 1999 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელი, რაც ტურნირის დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს. ეგაა, ასაკით უფროს ფეხბურთელთაგან მინდორზე ყოფნის უფლება მხოლოდ სამს ექნება.

რაც შეეხებათ მონაწილეებს, ჩვენი ინფორმაციით,
რომელიც "დინამოშიც" დაგვიდასტურეს, ტურნირში ითამაშებენ: "ბეშიქთაში" (თურქეთი), "ხეტაფე" (ესპანეთი), "ლეხია" (პოლონეთი), "ალკმაარი" (ჰოლანდია), "შერიფი" (მოლდოვა), "ლოკომოტივი" (თბილისი) და "დინამო" (თბილისი).

ტურნირს თბილისის "დინამოს" აკადემია უმასპინძლებს, ფინალი კი "დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოს თასის ფინალის შემდეგ "დინამოს" ხელმძღვანელობა ამ ტურნირის თაობაზე საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბურთალო რატო არ არის
badri
22:13 17-05-2016
0
ერტი გამაგებინეტ რიტ არის ზესტაპონის 2000ატასიანები ვინმეზე ნაკლები/ დაინტერესდა ვინმე? მარტო გადაბირება და მაიმუნობიტ რო არის მავანნი ამა კვეკნისა დაკავებულნი/ .../ კოპილიკო მაგ ტურნირზე ერტი დასავლეტის გუნდი არ წეიზლებოდა? უი სულ დამავიკდა საკარტველო ხო ტბილისია მარტო/ ბოდიწიტ ბატონებო/
imereli
14:19 17-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული