თბილისის "დინამომ" შესაძლოა ფრანგი მცველი დაიმატოს

AutoSharing Option
ჰოლანდიური Fox Sports-ის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" 29 წლის ფრანგი მცველით, რემი ამიოთი დაინტერესდა.

ამიო ჰოლანდიური "ბრედას" ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც ახლა 2017 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი ფრანგულ "რედ სტართან". თუმცა ლიგა 2-ის კლუბი თანახმაა, დაშორდეს ამიოს. ამბობენ, რომ მისით ჰოლანდიური ერედივიზიეს კლუბებიც დაინტერესდნენ, მაგრამ კონკრეტული ჯერჯერობით მხოლოდ "დინამოს" ვარიანტია.

რემი ამიო მარცხენა მცველია. ის "ლანსის" აღზრდილია, თუმცა, ძირითადად, ჰოლანდიურ კლუბებში თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაზე ყველაზე მაგარი იქნება ვიტესიდან Denys Oliynyk და მეკარეს Piet Velthuizen დაიმატონ, თავისუფალი აგენტები გახდნენ, ვიცი ძნელია ამათი დონის ფეხბურთელის დამატება მაგრამ მინდა ესეთი რამე მოხდეს და რა ვქნა :D
Akaki
12:59 29-05-2016
0
დაანებეთ ამ ჩამოწერილი ფეხბურთელების ჩამოყვანას თავი, არაფერში არ გვჭირდება არც ფრანგი და არც ესპანელი. თუ მარცხენა მცველი გჭირდებათ შორს ნუ ეძებთ ახლოს გვყავს ნავალოვსკი, ყველამ ვიცით გიორგის თამაში და არამგონია ამათგან რომელიმემ აჯობოს. შესთავაზეთ ნორმალური პირობები და ჩამოვა, არ ეკუთვნის ამ ბიჭს რუსეთის მეორე ლიგაში სირბილი და ბევრად მეტს იმსახურებს. დარწმუნებული ვარ სულს და გულს დადებს მინდორზე.
anti
14:13 28-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული