ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: "დინამომ" და "ლოკომ" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
27 მაისს, "დინამოს" აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 16-წლამდელთა 8 გუნდი მონაწილეობს. "დინამო", "დინამო 2", თბილისის "ლოკოტომოტივი", თურქული "ტრაბზონსფორი" და "ბეშიქთაში", ჰოლანდიური "ალკმაარი", მოლდოვური "შერიფი" და პოლონური "ლეხია" ორ ჯგუფში გამოდიან.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, "დინამოს" დიდმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლზ ჯღარკავამ და ვეტრანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა. ტურნირის გახსნით ცერემონიალს ასევე დაესწრო ვიტალი დარასელიას ოჯახი და შეჯიბრება სიმბოლურად სწორედ ლეგენ
დარული ფეხბურთელის შვილიშვილმა გახსნა.

ტურნირის "დინამოსა" და მოლდოვის "შერიფის" მატჩით დაიწყო. მატჩის მე- 19 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შორეული დარტმით ტურნირის პირველი გოლი გაიტანა. მეორედ მოლდოველთა კარი გიორგი კუციამ 43- ე წუთზე აიღო (ტურნირზე 30 წუთიანი ტაიმებია).

"შერიფის" ფეხბურთელებმა მოახერხეს ერთი გოლის გაქვითვა. ზუსტი დარტყმა 47- ე წუთზე გრიგორი კოსკოდანმა შეასრულა.

დინამოელებმა შეხვედრის დასრულებამდე კიდევ ერთხელ დალაშქრეს სტუმართა კარი. ზუკა დავითაშვილმა ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მცველი და აუღებელი დაურტყა ვლადისლავ ბოიკოს 3:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ორი შეხვედრა პარალელურ რეჟიმში, "დინამოს" აკადემიასა და საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.

აკადემიის მოედანზე ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და თურქული "ტრაბზონსფორი" დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელებმა უპირატესობით წარმართეს და თითო ტაიმში, თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს. 21- ე წუთზე თავი თორნიკე ძებნიაურმა გამოიჩინა, ხოლო 42-ე წუთზე ლევან გრძელიძემ მატჩის საბოლოო ანგარიშით - 2:0 დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დინამოს" ბაზაზე თურქული "ბეშიქთაში" და ჰოლანდიური "ალკმაარი" წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა ღირს აღინიშნოს, რომ პაექრობა საკმაოდ მაღალ რიტმში და ხისტად წარიმართა.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა, პოლონურ "ლეხიასა" და "დინამო 2"-ს შორის, ფრედ დასრულდა. მე-15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში. შეხვედრის 50-ე წუთზე კი კრისტიან ესპერსენმა ისარგებლა დინამოელ მცველთა უყურადღებობით და სტატუს ქვო აღადგინა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

28 მაისს, 15:30 სთ-ზე ერთმენს "ლეხია" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდებიან. 17:30 სთ-ზე აკადემიაში "ალკმაარი" "შერიფს" შეხვდება , ხოლო ბაზაზე "ტრაბზონსფორი" "დინამო 2-ს" ეთამაშება. სათამაშო დღის ბოლო მატჩში, 19:30 სთ-ზე "დინამო" და "ბეშიქთაში" ითამაშებენ.

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი. I ტური
27 მაისი
დინამო-შერიფი 3:1
დინამო: ბულისკერია, ნინუა, ხარაბაძე, გაბელაია, დარცმელია, ბაბუნაძე, კუცია, ჩაკვეტაძე, ბ. ხარშილაძე, ჯიჭონაია, გ. ხარშილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ჩიქოვანი, დავითაშვილი, ერგემლიძე
შერიფი: ბოიკო, ჩებოტარი, კონოხოვი, კოსკოდანი, კოვჩენკო, კუზმენკო, ემელიანოვი, მაკალიჩი, მოკონი, ნედოვი, ოსიპოვი
შეცვლაზე შევიდნენ: კოპუტერკო, გლიგა, სტეიგილბერი

ბეშიქთაში-ალკმაარი 0:0
ბეშიქთაში: იოზქანი, ჯანი, ჩერი, ბილდიქი, ჩაი, სეჩღინი, კილიჩი, ერატი, აიღიუნი, ერგეჩი, ილდირიმი
ალკმაარი: გორტერი, დე ჰაასი, იაკობსი, კოოპმაინერსი, ლატუვერსი, ლონტი, ფერაი, ბადუ, ენსი, გაუნა, ვან დერ ვახტი

ლოკომოტივი-ტრაბზონსფორი 2:0
ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, მჭედლიშვილი, რუხაძე, კაკაბაძე, გრძელიძე, ნადარეიშვილი, გაბუნია, ნანობაშვილი, არჩვაძე
ტრაბზონსფორი: თაშდემირი, ტაშკინი, სევინჩი, კარაკაში, ჯუმური, იოზქანი, იოქსიუზი, შაჰინი, აჩილი, ასანი, ბაიკუში

ლეხია-დინამო2 1:1
ლეხია: გოლუნსკი, კაჩინსკი, ლანდოვსკი, ფრიგერი, მერხელი, დაბროვსკი, ზარება, ვირა, სჟიმანსკი, ხმულაკი, სტეფანიაკი
შეცვლაზე შევიდა: ლეტნიოვსკი
დინამო 2: მამარდაშვილი, გაბედავა, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, გულდედავა, კვარაცხელია, ბერიაშვილი, ჩარკვიანი, ვაწაძე, ნაჭყებია, ძოწენიძე
შეცვლაზე შევიდა: აზაროვი

28 მაისი
15:30. აკადემია. ლეხია - ლოკომოტივი
17:30. ბაზა. ტრაბზონსფორი - დინამო 2
17:30. აკადემია. ალკმაარი - შერიფი
19:30. ბეშიქთაში - დინამო

29 მაისი
17:30. აკადემია. ლოკომოტივი - დინამო 2
17:30. ბაზა. ლეხია - ტრაბზონსფორი
20:00. ბაზა. შერიფი - ბეშიქთაში
20:00. დინამო - ალკმაარი

ნახევარფინალები
30 მაისი
18:00. "მიხეილ მესხი"
20:00. "მიხეილ მესხი"

31 მაისი
15:30. ბაზა. VII-VIII ადგილებისთვის
15:30. აკადემია. V-VI ადგილებისთვის
17:30. აკადემია. III-IV ადგილებისთვის

ფინალი
20:30. "დინამო არენა".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული