ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე-პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განმარტებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. თამაშებს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120 ჟურნალისტი გააშუქებს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკ აფხაზია" წერს.
"სპუტნიკ აფხაზიას" ინფორმაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი უმასპინძლებს, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ
ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფო ტურნირს გამოეთიშა, მიუხედავად ამისა, ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.
ConIFA-ს პრეზიდენტის, პერ ანდერს ბლინდის განცხადებით, ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის წევრები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ.
დღეს, სოხუმის "დინამოს" სტადიონზე დე ფაქტო სახელმწიფოების ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება, ფინალური თამაში კი 5 ივნისს ჩატარდება.
ipn.ge