ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: "დინამო" "ალკმაარის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე ფინალური მატჩის დრო მოვიდა.

დღეს, "დინამო არენაზე" ერთმანეთს "დინამოს" პირველი გუნდი და ჰოლანდიური "ალკმაარი" დაუპირისპირდებიან. თამაში 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, რომელიც "დინამოს" აკადემიის მოედანზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, თბილისის "ლოკომოტივი" და "ტრაბზონსფორი" ითამაშებენ.

ეს ცნობილი გახდა 30 მაისს, "მიხეილ მესხზე" შემდგარი ორი ნახევარფინალის შედეგად.

დინამო-ტრაბზონსფორი 1:0

ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ერთადერთი გოლი საშუალო მანძილიდან გამოზომილი დარტყმით თამაზ ბაბუნიძემ შეაგდო. ორივე გუნდმა შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა. "დინამომ" თავისი
მაღალი კლასი ერთხელაც წარმოაჩინა. თურქები კი მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალკმაარი-ლოკომოტივი 0:0, პენ 6:5

მეორე ნახევარფინალიც ძალიან დაძაბული გამოდგა. თბილისის "ლოკომოტივმა" თუ არ აჯობა, არც არაფერში ჩამორჩა ჰოლანდიურ "ალკმაარს". საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, "ლატარიაში" კი ფორტუნამ ჰოლანდიელებს გაუღიმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული