თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
20 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

"დინამოს" მეტოქე ანდორული "სანტა კოლომასა" და სომხური "ალაშკერტის" შორის გამარჯვებული იქნება.

დინამოელთა მეტოქეს ვინაობა 5/6 ივლისს გახდება ცნობილი.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12/13 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები 19/20 ივლისს. "დინამო" პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილიყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდა:

Sportall.Ge

- დღეს ევროთასებზე ქართული გუნდების მეტოქეები გამოვლინდებიან