ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობას თბილისის "დინამო" დაიწყებს, რომლის სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან:
დუდელანჟი (ლუქსენბურგი), ჟალგირისი (ლიტვა), ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი), ოლიმპია ლიუბლიანა (სლოვენია), ვარდარი (მაკედონია), ნორჩოპინგი (შვედეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), კრუსეიდერსი (ჩრ. ირლანდია), ზრინსკი (ბოსნია და ჰერცოგოვინა), დანდლოკი (ირლანდია), მლადოსტ პოდგორიცა (მონტენეგრო), სეიაოენი (ფინეთი), პარტიზან ტირანა (ალბანეთი), ლიეპაია (ლატვია).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე გუნდებს, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებული 4 კლუბი დაემატება.
პირველი საკვალიფიკაციო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილების მატჩები 12/13 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები 19/20 ივლისს.
ევროპის ლიგა
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთბაშად სამი ქათული გუნდი იასპარეზებს: გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია".პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 96 კლუბი მონაწილეობს.
"დილა" რეიტინგით განთესილთა შორისაა. ხოლო "ჩიხურა" და "სამტრედია" განუთესავთა შორის არიან.
საკვალიფიკაციო მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.