"დინამო არენაზე" სპეციალური ჩვენება, სლოგანით "მეტი, ვიდრე ფეხბურთი" გაიმართა

AutoSharing Option
28 ივნისს "დინამო არენაზე" სპეციალური ჩვენება, სლოგანით "მეტი, ვიდრე ფეხბურთი" გაიმართა.

ღონისძიებაში სამოდელო სააგენტო Fashion Charm-ის აღსაზრდელებმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.

ერთი საათის განმავლობაში მწვანე პოდიუმზე "დინამოს" მაისურებსა და აქსესუარებში გამოწყობილი პატარები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენება სამოდელო სააგენტო Fashion Charm-ის, კავშირ "ჩვენი ბავშვების" ორგანიზებითა და "დინამო თბილისის" მხარდაჭერით გაიმართა. ‪
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული