აზერბაიჯანულმა "გაბალამ" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად "გაბალასთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ვოისლავ სტანკოვიჩის გოლით გახსნეს, აქედან სამ წუთში კი ომარ მიგინეიშვილის კარში უკვე სერგეი ზენევმა გაიტანა. 30-ე წუთზე "გაბალას" ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა ლიბერიელმა ლეგიონერმა თეო უიკსმა მოუპოვა.

შესვენების შემდეგ "სამტრედიას" იმედი ლაშა შერგელაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ... ამის შემდეგ გია ცეცაძეს გუნდს რისხვად ზემოთ ნახსენები თეო უიკსი მოევლინა, რომელმაც 69-ე
და 72-ე წუთებზე დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია, ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს ჩაატარებს. 

"სამტრედიამ" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" ჩამოაშორა ევროთასებს...

 

 

მკითხველის კომენტარები / 44 /
კუთხურების ჩაწოდება არ სცოდნიათ.....
vaxvax
10:58 01-07-2016
0
43 წლის კაცი ვარ და ცრემლები მოამადგა თამაში რომ იწყებოდა ვისაც ახსოვს ბათუმში ვარდართან თამაში მაგის მერე სამტრედიას ფეხბურთი არ ღირსებია მადლობა ბიჭებს ბატონ კარლოს რაც შეეხება ეს მეორე ტარიელ ჩაჩუაა ვისაც ახსოვს კარლო ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა თავიისი ჯიბის ფულით წაუყვანივართ საბალეშიკოდ ამის არ დანახვა დიდი ცოდვაა ხალხნო
samtredieli gulSematkivari
10:36 01-07-2016
0

სიახლეები პოპულარული