აზერბაიჯანულმა "გაბალამ" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად "გაბალასთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ვოისლავ სტანკოვიჩის გოლით გახსნეს, აქედან სამ წუთში კი ომარ მიგინეიშვილის კარში უკვე სერგეი ზენევმა გაიტანა. 30-ე წუთზე "გაბალას" ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა ლიბერიელმა ლეგიონერმა თეო უიკსმა მოუპოვა.

შესვენების შემდეგ "სამტრედიას" იმედი ლაშა შერგელაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ... ამის შემდეგ გია ცეცაძეს გუნდს რისხვად ზემოთ ნახსენები თეო უიკსი მოევლინა, რომელმაც 69-ე
და 72-ე წუთებზე დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია, ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს ჩაატარებს. 

"სამტრედიამ" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" ჩამოაშორა ევროთასებს...

 

 

მკითხველის კომენტარები / 44 /
luk

რეებს წერ?რა ითამაშეს?
მინდორზე დაშინებული, გადაღლილი და ზომბირებულები გავიდნენ,ეს საერთოდ არ იყო მათი სტილი.მაგათ 10 ჯერ მეტი შეუძლიათ,უბრალოდ ვიღაცეები ,პარაზიტები მოსაშორებელია კლუბიდან, ხოლო კლუბი კი სასწრაფოდ უნდა წაერთვას უზურპატორებს და გასხვისდეს სააქციო საზოგადოების სახით.
Guadua
01 ივლისი 2016 09:39
0
სირცხვილი სამტრედიას....
status quo
01 ივლისი 2016 09:31
0
შემაზიზღეს ფეხბურთი!!!
maTe
01 ივლისი 2016 09:19
0
Mainc cworad gaaketa giam banzi legionerebi rom ar daimata da am axalgazdebs praktika misca, aba rogor gaizardon,
T
01 ივლისი 2016 09:10
0
დასანანია სამტრედიელების მარცხი და უფრო სამწუხაროა განმეორებითი მატჩისთვის ასეთი დიდი სხვაობით გასვლა მეტოქის სასარგებლოდ, გაბალას პირველივე შეტევებს პანიკა მოყვა დაცვაში კონტრშეტევებს კიდე უზუსტობა და არადინამიურობა აჩერებდა, ტექნიკური და კარგ ფიზიკურ ფორმაში ყავთ შემტევები, ბევრი პლიუსი დაიწერა გაბალამ მაგრამ ჩვენთვის ყველაზე არასასურველი ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია, კვეკვესკირი კიდე ნამდვილად საკვანძო ფეხბურთელია ამ გუნდში და მას წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს მიუხედავად მინიმალური შანსისა ზესტაფონში ქომაგები თავის სიტყვას იტყვიან და სამტრედიაც ღირსეულად ჩაატარებს მატჩს.
ალგეთი
01 ივლისი 2016 08:41
0
ვინც რა უნდა სთქვას,მაიბც ხმა-მაღლა ვიყვირებ,მიუხედავად სირთულეებისა გორის დილამ შეუძლებელი შესძლო და დაამარცხა შირაქი - ეს უჩა სოსიაშვილის დიდი დამსახურებაა.ასეთ გუნდს გვერდით დგომა და თანადგომა ჭირდება. ამაზეუნდა დაფიქრდეს გუბერნია, გორის მერია და სხვათა შორის ფედერაციაც.ყოჩაღ ბ-ნო უჩა
გივი გაგნიძე
01 ივლისი 2016 08:35
0
აშკარად გაგვასწრო აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა, სულ სხვა განზომილებაშია. შეეშვით ამ ნიშნის მოგებით წერას, გაგიხარდათ, თუ რა გჭირთ ხალხნო ?!?
Kote
01 ივლისი 2016 08:32
0
სირვხვილია ხალხო სირცხვილი!!!
333
01 ივლისი 2016 08:21
0
გასაგებია რომ ლეგიონერებით დახუნძლულ გაბალასთან ძნელი იყო თამაში,თან კარგი ლეგიონერებით, (ჩვენთან რომ ჩამოყავთ "ყ" კლასის კი არა},მაგრამ მაინც უკეთესად თამაში შეიძლებოდა,ერთი სიტყვით თავი შეირცხვინეს
ალეკსანდრე
01 ივლისი 2016 07:35
0
:D:D:D:D:D რა სამარცხვინო გუნდია :D:D:D სამტრედიელებს ალბათ იმედი ქონდათ ეს რა ძლიერი გუნდი გვყავსო :D:D:D აგერ გამოჩნდა Mთელი სიძლიერით სრული სახე თუ რა დონის გაფარჩაკებული გუნდია და საერთოდ გუნდია ? :)). სამტრედია, წაით ბიძია მარწყვი მეიყვანეთ არაა ფეხბურთი თქვენი საქმე ხო ხედავთ. ხო კიდე იმ ჩემპიონატის (+18) სადაც ესეთი გუნდი მეორე ადგილზე გავა ხო ხვდებით სადაც ვართ .)) PS: ეს არამარტო ჩემი აზრია დარწმუნებული ვარ უმრავლესობა სოფლელების გარდა სწორედ ესე ფიქრობს. წაით დეიშალეთ ველოსიპედზე იკატავეთ:) სამტრედიის ქუჩებში დანუარცხვენთ ამ ქვეყანას
Mandela
01 ივლისი 2016 07:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული