გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბაქოში "გაბალასთან" სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"რატომ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი? ამაში ხელი "გაბალამ" შეგვიშალა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. ისღა დამრჩენია, მივულოცო მეტოქეს.

თუმცა აღვნიშნავ, რომ დღევანდელ შეხვედრაში თავადაც უამრავი შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, ასეთი ანგარიშით წაგებას არ ველოდი.

მარცხს გაანალიზება სჭირდება. მოვემზადებით და შევეცდებით, საქართველოში გასამართ საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ.

გვაქვს
თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!", - აქვეყნებს ცეცაძის ნათქვამს აზერბაიჯანული მედია.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ცეცადზე მარტლა მაგარი მცვრტნელი გონიატ კაი რა
goga
01 ივლისი 2016 14:09
0
გაბალას დონის ფეხბურთელები რო საქართველოს ჩემპიონატში ართამაშობენ და ვერც შევძლებთ ასეთი ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამოყვანას ამას დიდი ახსნა არუნდა ჭირდებოდეს ვისაც ცოტათი მაინც გაეგება ფეხბურთი,რაშუშია სამტრედია?გაბალამ ამთამაშამდეც დაგვანახა რომ ქართულ კლუბებზე ორითავით მაღლა დგას,როცა ჩამოვიდა საქართველოში და დილასთანაც და სიონიონთანაც თამაშისას დაგვიმტკიცა რომ ბევრად ძლიერები არიან,და ბევრად დიდი ბიუჯეტიანი გუნდია.
romandro
01 ივლისი 2016 13:04
0
რამდენი უტვინო და ალოგიუკური ბალეშიკი ყოლია ქართულ ფეხბურთს კაცმა თქვა შანსი ყოველთვის არსებობსო რა არი გასაკვირი არ გავიდეთ სათამაშოდ ზესტაფონში რამდენი ყოფილა ადაბოღმილი სამტრედიაზე
dato
01 ივლისი 2016 12:29
0
სამტრედიის მაგივრად სხვა ჩვენი გუნდი რომ ყოფილიყო, დაახლოებით იგივეს მივიღებდით. ასეთი წაგებების დროს ხან მწვრთნელებს ვაბრალებთ, ხან ბოლომდე არდახარჯვას, ხან ფიზმომზადებას. რეალობა სულ სხვაა: ბევრი ქვეყანა ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ ფეხბურთის მაგვარს.მაგრად ჩამოვრჩით. სამწუხაროდ.
merabi
01 ივლისი 2016 12:26
0
არ ინერვიულოთთთთ... ეგრე გერმანიამაც მოუგოო ბრაზილიასს 7-1 მერეე რააააა....:DD
jio-jio
01 ივლისი 2016 12:26
0
აზერებიო ნუ ამბობთ იქაზერი ორი იყო ჩვენ ჩვენი ბიჭებით ვიყავით რომლებიც უფრო მოუმატებენ
wneva
01 ივლისი 2016 12:23
0
აი რო ჩამოიყვანა გურიამ ბრაზილიელები და ვიღაც შამანები, აზე რო არ არიან, ამდენი მამაკაცის ჩმოყვანს ჩამოიყვანე ერთი წესიერი, აი როგორც გაბალას ფორვარდი რო იყო, ლიბიელი, ძაან მაგრად ითამაშა და ეტყობა კიდევაც რო ესმის ფეხბურთი
ინასა
01 ივლისი 2016 12:23
0
რა შანზე საუბრობთ ნონსენსი.
გოგი
01 ივლისი 2016 12:18
0
აშკარად სხვკადასხვა დონეა გაბალა და სამტრედია, ნიჭიერი ბიჭები კი არიან ჩვენს გუნდში მაგრამ აჯობებს ეს ბიჭები სადმე თუნდაც საშუალო ევროპულ ჩემპიონატში თუ წავლენ თორემ აქ არ განვითარდებიან . სამტრედიას კი ვურჩევდი თუ აქვთ საშუალება სამი ოთხი საშვალო დონის ლეგიონერი ან ჩვენი ბიჭები ჩამოიყვანოს უცხოეტიდან და მათთან შეათამაშოს ახალგაზრდები სხვანაირად არასდროს ექნებათ შანსი გამოცდილ ევროპულ გუნდებთან, თუნდაც კვიპროსიდან გრიგალაშვილები და ხმალაძე საგრძნობლად შეცვლიდნენ თამაშის მსვლელობას ნახევარდაცვაში და თავზე არ დაგვახევდნენ ბურთს აზერები, სალუქვაძეც არ აწყენდათდაცვაში ასაკშია მაგრამ ფლანგზე მისი გამოცდილებს კაცი გუნდის დაცვას დაალაგებდა და ცხვრებივით არ აირეოდნენ.
giosvani
01 ივლისი 2016 11:59
0
მე მაპატიეთ მაგრამ ეს იყო ერთი სოფლის გუნდის მიერ შესრულებული ერთი "სოფლური" თამაში...არანაირი გამართლება არ აქვს ამ მარცხს,კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა ქართული ფებხურთის ისტორიაში სამტრედიის დამსახურებით.
gh
01 ივლისი 2016 11:45
0

სიახლეები პოპულარული