სამტრედია-გაბალა 2:1 - კარის გაჯახუნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ მატჩში "გაბალასთან" დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, სამტრედიელი გულშემატკივრები საკუთარ გუნდს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ. შემდგომ ეტაპზე გასვლა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მაგრამ ისინი "სამტრედიისგან" ბოლომდე ბრძოლასა და პრესტიჟისთვის მოგებას ითხოვდნენ.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

გია ცეცაძის გუნდს საპასუხო შეხვედრაში თავი არ დაუზოგავს, ამ თამაშში ყველაფერი ჩადო, "გაბალასთან" მოკრძალებული რევანში აიღო და ევროპალიგას "კარის გაჯახუნებით" დაემშვიდობა...

ცეცაძემ, წინა მატჩისგან განსხვავებით, გარკვეულ ცვლილებებს მიმართა. ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდნენ დაჩი ცნობილაძე, თორნიკე გორგიაშვილი და გიორგი გამყრელიძე, რომლებიც ბაქოში სათადარიგოები იყვნენ და თამაშში
შემდეგ ჩაერთვნენ.

"გაბალას" თავკაცმა რომან გრიგორჩუკმა კი მოედანზე ზუსტად ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელმაც პირველ მატჩში "სამტრედიას" 5:1 მოუგო.

პირველი ნახევარი სამტრედიელთა უპირატესობით წარიმართა. "გაბალა" სულაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ქართველებს პირველ მატჩში შანსი არ დაუტოვა. მასპინძლებმა პირველივე წუთიდან შეუტიეს. ბუდუ ზივზივაძის აქტიურობას ცნობილაძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ გაბალელთა მეკარე დმიტრო ბეზოტოსნი დამაჯერებლად გაისარჯა.

სამტრედიელები შეტევებისას აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს. ლაშა შერგელაშვილის სახიფათო ჩაწოდებას თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ, გორგიაშვილის ფლანგურ გადაცემას კი გიორგი დათუნაიშვილი თავით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი სულ მცირედით ასცდა აზერბაიჯანელთა კარს.

მასპინძლების მონდომებამ შედეგი მალევე გამოიღო - სამტრედიელთაგან ყველაზე აქტიურმა ზივზივაძემ მცველებს თავბრუ დაახვია და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წესების დარღვევით შეაჩერეს - პენალტი! 11-მეტრიანი თავად დაზარალებულმა გაიტანა - 1:0.

სწრაფმა გოლმა გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა, რომ "სამტრედია" სასწაულს მოახდენდა. ცეცაძის გუნდს ჰქონდა კიდეც შესაძლებლობა, მალე მეორე გოლიც გაეტანა, მაგრამ არ გაუმართლა.

არადა, გაშვებულმა გოლმა სტუმრებზე ცუდად იმოქმედა - მოედნის ცენტრში შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. ერთ ეპიზოდში სამტრედიელებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, თუმცა შერგელაშვილის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მერე კვლავ ზივზივაძემ იაქტიურა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ სტუმართა გოლკიპერმა კარი არ დაანება.

აზერბაიჯანელები დაბნეულები ჩანდნენ, საკუთარ ნახევარზე ისევ შეცდნენ და ზივზივაძეს კვლავ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა საჯარიმოს ხაზიდან მის მიერ დარტყმული ბურთი სამიზნეს მცირედით ასცდა.

სამტრედიელები კვლავ ფლობდნენ უპირატესობას. ბაჩანა არაბულმა მოედნის ცენტრთან ახლოს ვერნიდუბი გააბითურა და დიდი სივრცის მიუხედავად, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ გაბალელმა ის აკრძალული წესებით შეაჩერა, ბერძენმა არბიტრმა კი ვერნიდუბს მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა, არადა, "ბოლო იმედის" ჯარიმა ჩანდა...

აქტიური იყო გამყრელიძე, რომლის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი მიზანს მცირედით ასცდა. ამდენი გამოუყენებელი ეპიზოდის შემდეგ "სამტრედია" დაისაჯა. როგორც გვჩვევია ხოლმე, ტაიმის მიწურულს სამტრედიელებმა ყურადღება მოადუნეს, მარცხენა ფლანგზე შეცდომა დაუშვეს, იქიდან ჩაწოდებული ბურთი სერგეი ზენიოვმა თავით თეო ვიკსს (სენეგალელმა ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა) დაუგდო, რომელმაც ახლო მანძილიდან ომარ მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმში "გაბალა" გააქტიურდა და სამტრედიელები რამდენჯერმე გადაურჩნენ გოლს. დასამახსოვრებელი იყო ის ეპიზოდი, როცა ზენიოვმა ძელი შეაზანზარა, ვიკსს კი, რომელიც გამოვარდნილ ბურთზე ამატებდა, მიგინეიშვილმა აჯობა.

კარგი საგოლე შანსი ჰქონდა შეცვლაზე შესულ მუტალიმოვსაც, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გადააცილა. უქმად სამტრედიელებიც არ ყოფილან. განსაკუთრებით, არაბულის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი დარტყმული ჯერ მცირედით ასცდა მიზანს, ხოლო შემდეგ ბურთს მცველი გადაეღობა და აშკარად ხელზეც მოხვდა. სამტრედიელები სამართლიანად ითხოვდნენ პენალტს, მაგრამ მსაჯმა დარღვევა არ დააფიქსირა.

ბოლოსკენ თამაში ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულების შესაძლებლობა. მუტალიმოვის უძლიერესი დარტყმა მიგინეიშვილმა გაჭირვებით მოიგერია.

ბოლოს ისევ მასპინძლებმა იძალეს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, მჭედლიშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, აზერბაიჯანელებს შერგელაშვილის მანევრი გაეპარათ და მანაც თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

მატჩის შემდეგ
რომან გრიგორჩუკი: "სამტრედიამ" კარგად ითამაშა, იბრძოლა და გაიმარჯვა. ჩვენ არ გამოგვივიდა თამაში, შეცდომები დავუშვით, რაც აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ. "სამტრედია" კარგი, შემტევი გუნდია და მას წარმატებებს ვუსურვებ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მომდევნო ეტაპზე ვინ შეგვხვდება, მთავარია, სწორად ვითამაშოთ და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ".

გია ცეცაძე: "ვულოცავ "გაბალას" გასვლას და ვუსურვებ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, თუ საბოლოო შედეგს არ ჩავთვლით, ჩემი გუნდით უკმაყოფილო ვერ ვიქნები. დღეს არ გაგვიმართლა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უმართლებთ ძლიერებს... ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში გამოვიდა და გულშემატკივრებმა ორივე გუნდის შესრულებით კარგი ფეხბურთი იხილეს... დიახ, 4:0 მოგება და შემდგომ ეტაპზე გასვლა გვინდოდა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ არ გაგვიმართლა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და "გაბალამ" გამოცდილებით გვაჯობა".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები
07.07. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 2 800 მაყურებელი
სამტრედია-გაბალა 2:1
პირველი მატჩი 1:5
გოლები: 1:0 ზივზივაძე (14-პენ), 1:1 ვიკსი (42. ზენიოვის პასით), 2:1 შერგელაშვილი (90. მჭედლიშვილის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე (75. რაჟამაშვილი), დათუნაიშვილი, გორგიაშვილი (46. მანჯგალაძე), გამყრელიძე (63. ჯიქია), არაბული, ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, მარკოზაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი (46. რაფაელი), სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი (69. ჯამალოვი), კვეკვესკირი, ოზობიჩი (52. მუტალიმოვი), ვიკსი, დაბო, ზენიოვი.
სათადარიგოები: პეტრკევიჩი, ხაჯიევი, ქ. ალიევი, ეიუბოვი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
გაფრთხილება: ვერნიდუბი (25), დათუნაიშვილი (30), მუტალიმოვი (80), მანჯგალაძე (90)
არბიტრი: გ. კიზასი (საბერძნეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
gela ეს 20-21 წლის ბიჭები რო დავიმატეთ შარშან მაგის გამო მთელი საქართველო დაგვცინოდა პირველი ლიგის და ზამენის ბიჭებით იქნება რო გავარდებითო უმაღლესიდანო და ზუსტად ამ ბიჭებმა პირველივე წელს ვიცე ჩემპიონები გახდენ. ჯერ სადარის მოითბინეთ და ნახავთ რა გუნდი დადგება ოღონთ წლები უნდა კიდო 1-2-3 წელი
სამტრე
08 ივლისი 2016 19:00
0
სამტრედიას აზერბაიჯანულ გუნდმა კიარა აზერბაიჯანულ ფულმა მოუგო, ათამაშეთ ცხრა ლეგიონერი სამტრედიაში და შემდეგ ვნახოთ რაიქნება
გოჩა დუნდუა
08 ივლისი 2016 18:14
0
დიტო-ს! რაებს წერ? 20-21 წლისებიო ისე წერ, თითქოს 14-15 წლის ბავშვებს ახსენებდე. 21 წლის კაცის პერსპექტიულობა არ გაიშვა! აწი თუ დაავიწყდება მაგ ასაკისას თორემ რაღა დროს სწავლაა, მაგ ასაკამდე, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში არა აქვს ნათამაშები, ერთი ქართული ფილმის არ იყოს: " მაშასადამე არ ყოფილა ღირსი ყმაწვილო". მოეშვით ზღაპრებს და ყანას მიხედეთ, აწი გასათოხნია ბაბა.
gela
08 ივლისი 2016 14:05
0
ნუ თუ არ აკრძალავთ,მაშინ ვაჟკაც ქართველ ფეხბურთელებს ერთადერთი გზა გრჩებათ: კუზანოვის კლინიკა,სრული კასტრაცია-ამპუტაცია და ქალების ფეხბურთი! მაგრამ ვაი რომ ის ქალებიც დაგახევენ ბურთს თავზე თქვე საცოდავებო
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
08 ივლისი 2016 13:53
0
გაჯახუნება არა და ლუზერის კრუნჩხვები!!
hm
08 ივლისი 2016 12:51
0
გაიჯახუნა აბა რა.
თან ისე გაიჯახუნა თავის ჩარჩოიანად ჩამოაგდო :D :D :D
giorgi
08 ივლისი 2016 12:37
0
რეალობა რაც არის ის უნდა ვთქვათ ახლა. ეს ბიჭები ერთი წლის წინ შეიკრიბა სამტრედიაში, უმაღლესი ლიგის გამოცდილებაც არ ქონდათ ( დათუნაიშვილი შერგელაშვილი და მჭედლიშვილის გამოკლებით ) კლუბის მიზანი ხუთეულში მოხვედრა იყო მაგრამ ვიცე-ჩემპიონები გახდენ. ამ ბიჭებს უმაღლესი ლიგის გამოცდილება არ ქონდათ სანამ სამტრედიაში მოვიდოდნენ ზოგი პირველ ლიგაში თამაშობდა და ზოგი ზამენაზე იჯდა 20-21 წლის ბიჭები არიან და რეალურად ერთი წელია რაც უმაღლესში თამაშობენ და კიდევ მაგრად გაქაჩეს მითუმეტეს ძლიერი გუნდი შეხვდა გაბალა მართლაც ძლიერია ძირითადში 9 ლეგიონერი ყავდა თან ევროპული საშუალო დონის. მე ვხედავ სამტრედიაში პროგრესს გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება სათამაშო პრაქტიკას და გამოცდილებას მიიღებს და დონეც აიწევა ამ კლუბში ამას დრო ჭირდება მინიმუმ 2-3 წელი გუნდი შენების პროცესშია. ეხლა საქართველოს ჩემპიონატისთვის ძლიერი გუნდია და 1-2 წელიწადში ევროტურნირზეც შედეგსაც დადებს. მე მჯერა ჩემი გუნდის.
დიტო
08 ივლისი 2016 12:29
0
თუ დაიღალე არ წაიკითხო
tazos
08 ივლისი 2016 12:09
0
კარების ჯახუნს ჯობია ფეხბურთის თამაში ასწავლოთ
vova
08 ივლისი 2016 12:05
0
ვინ ხართ აქ რომ წერთ სამტრედიას მტრები ალბათ ხომ ბიჯო გუნდი ერთი წლის შეკრებილია ამ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი საერთოდ უგუნდოდ იყო და ცეცაძემ აიყვანა 21 წელია სამტრედიას ფეხბურთი არ ღირსებია აზერები არ იყვნენ ასე მტრულად განწყობილი თქვენ რო ხართ ვინ ხარ რა ხალხი ხართ ან კობიასვილს რას თხოვთ მან დადგეს სასტავში და ითამაშოს თუ ვერ ვიგებ ამ ლოგიკასთან აცილებული ხალხის.
samtredski
08 ივლისი 2016 12:00
0

სიახლეები პოპულარული