[ექსკლუზივი] იურაი იარაბეკი: საქართველო თბილისის "დინამოს" იმედზეა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა Sportall.ge-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მეტოქესა და შანსებზე ისაუბრა.

- მწარე გაკვეთილი რომ არ განმეორდეს - თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების ანალიზი

ამის გარდა, სლოვაკმა სპეციალისტმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის მეტოქე სომხური "ალაშკერტი" იქნება, რომელსაც 12 და 19 ივლისს, თბილისსა და ერევანში დაუპირისპირდება.

- ვიცი, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით, საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად დიდი ქიშპობაა. ორივე გუნდი ქვეყნის ჩემპიონები ვართ და ორივე
დიდ ძალას წარმოვადგენთ. ვუყურე მეტოქე გუნდის ორ თამაშს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ასე თუ ისე, გავიცანი კიდეც.

ჩვენი მიზანი "ალაშკერტის" ბარიერის დაძლევაა. ჩვენი გუნდი გაძლიერდა, ფეხბურთელები ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში არიან და ყველაფერს ვიზამთ, ამ ბარიერის გადასალახავად.

- საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გუნდმა ავსტრიული შეკრება გაიარა, სადაც 5 მატჩი ჩაატარეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ შეკრებით და ახალი ფეხბურთელებით?
- თავდაპირველად ჩვენს ბაზაზე ვემზადებოდით, სადაც საუკეთესო პირობებია. მართალია, "ლეგიასთან" ფრე ვითამაშეთ, "ლუდოგორეცთან" და კიევის "დინამოსთან" წავაგეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს გუნდები ძალიან გამოცდილები და ტოპ–კლასისანი არიან.

შედეგები ნამდვილად არ იყო კარგი, თუმცა ამ შეკრების მიზანი მუშაობა იყო - ფეხბურთელებმა კი კარგად იშრომეს. ვნახეთ საქმეში ახალი ფეხბურთელებიც და... ყველაფერი რიგზეა!

- ევროასპარეზს ერთადერთი ქართული გუნდიღა შემორჩა - "დინამო". ქვეყნის ჩემპიონისგან გულშემატკივარი მაქსიმუმს მოითხოვს. როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი გუნდზე?
- ყველა ქართველი "დინამოს" თამაშს უყურებს, რადგან დანარჩენი გუნდები, სამწუხაროდ, გამოეთიშნენ ევროტურნირებს. მსურს, "ალაშკერტთან" შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი დაესწროს. გვჭირდება მათი კარგი განწყობა და კარგი ატმოსფერო. ამიტომ, ვთხოვ თბილისელებს, ყველა ქართველს, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს გუნდზე.

- ალექსანდრე იაშვილის წასვლის შემდეგ, ხომ არ გეგმავთ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ "დინამოში" რომელიმე ვეტერანი-ფეხბურთელის მოწვევას?
- რთული იქნება. ჩემი პირადი სურვილია, "დინამოში" უფრო მეტი ქართველი თამაშობდეს, როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ სიტუაცია დღეს ისეთია, რომ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე ქართველი ფეხბურთელები, მეტწილად საზღვარგარეთ თამაშობენ.

იაშვილი გერმანიიდან მოვიდა და კლუბისთვის ძალიან დიდი ავტორიტეტი და ძალა იყო. მას შევთავაზე კიდეც ცოტა ხნით კიდევ ეთამაშა, თუნდაც მხოლოდ ევროტურნირებზე, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ფედერაციაში აქვს თავისი საქმე.

- ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ახსენეთ და საინტერესოა, რამდენად ასრულებენ ისინი თქვენს მიერ დასახულ ამოცანებს. ხართ კმაყოფილი?
- არ არიან მიჩვეულნი ასეთ დატვირთვებს. "დინამო" დღეს, რომ ასე თამაშობს, ეს ნორმალური და ლოგიკურია, რადგან ყველა ქართული გუნდი, რომელიც გვეთამაშება, თავის დაცვაზე ფიქრობს. მეტოქე ცდილობს თავი დაიცვას, ჩვენ თამაში მოედნის მხოლოდ ერთ ნახევარზე გვიწევს და...

ორი ძლიერი გუნდია საჭირო მოედანზე, რომ მეტი შევძლოთ, მეტ კომპონენტში დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები. ბოლნისის "სიონთან" როგორი თამაშიც გვქონდა, ასეთ თამაშებს ვისურვებდი, მაგრამ ჩვენი საქმეც ისაა, რომ ნებისმიერი სტილის მქონე გუნდთან მოვიპოვოთ გამარჯვება.

გერმანიიდან დაბრუნებულმა პაპუნაშვილმა მითხრა, რომ ქართველებს მხოლოდ ვარჯიში სჭირდებათ, პოტენციალი კი აქვთ. და ეს მართლა ასეა: ქართულ ფეხბურთს არც ტექნიკა აკლია, არც კრეატიულობა - მუშაობაა საჭირო!

- როგორც გამოცდილი სპეციალისტი, რას თვლით მიზეზებად, რის გამოც აგერ უკვე წლებია ქართული გუნდები ევროასპარეზის ჯგუფურ სტადიაზე ვერ ხვდებიან?
- სამი რამაა მთავარი შედეგისთვის: სული, გული და ფული. ქართველებს ფეხბურთელებიც კარგი ჰყავთ და მწვრთნელებიც. აუცილებელია კარგი ინფრასტრუქტურა. "დინამოში" ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ვინ მოგატყუა რომ სმხეთი საფეხბურთო ქვეყანა არ არის ? დაინახავ ჩვენზე მეტს მიაღწევენ რაგბის მეტი სპორტი რომ არ არის ქვეყანაში სადამდე წავალთ ...მხითარიანი ხომ იყიდა იუნაიტედმა...ნეტა რამე გესმოდეთ
ika-s
11:22 10-07-2016
0
Fifia xarjavs imden fuls ramdenic yofnis gunds,minimums,da elodeba imas ro gundi sadme jgufshi shevides patara biujetit,da tu ase moxda,mere I'm pulit ra pulsac miscemen jgufshi shesvlistvis ufro dzlieri gundi gaaketos.samwuxaroa ubralod ro dzaan gaugrdzelda! Aba sxva ra logikaa mashin? Tu amdeni fuli ak chamoiyvanos veteran I varskvlavebi,da gundic uceb ikneba.
0

სიახლეები პოპულარული