"ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!

AutoSharing Option
ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა თბილისის "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ერევნელები "დინამოსთან" "დინამო არენაზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა მცველების არ ყოლაა. ცენტრალურმა მცველმა მატჩის მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა ვთხოვე, რომ პირველი ტაიმი რამენაირად ჩაემთავრებინა. მისი შეცვლის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა.

"დინამოსთვის" 2:0 კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის, დაკარგული
ჯერ არაფერია!


"დინამოს" ჰქონდა უპირატესობა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შინ თამაშობდნენ და ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა შესაძლოა, ანგარიში 2:0 არ ყოფილიყო - გვქონდა 3 მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება და ახლა ვფიქრობ, როგორი შემადგენლობა დავაყენო უკვე განმეორებით მატჩში.

არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, "დინამოდან" ჩემს გუნდში, სიამოვნებით ვიხილავდი რენე ფერეირას. კიდევ გიორგი ქვილითაია მომეწონა.

წარმოუდგენლად კარგი სტადიონი გაქვთ. სასიამოვნოა აქ თამაში, ბევრი გულშემატკივარი იყო, მაგრამ უფრო მეტმა უნდა აიროს - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგააა?!", - განაცხადა ხაშმანიანმა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
სამი მომენტი სად დაითვალა ამან?2 მომენტი ქონდათ,ალბათ ერთი მომენტი შესვენებაზე შექმნეს )))
gio
13 ივლისი 2016 16:09
0
ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ სომხებს ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვთ და თანაც მიზერული დანახარჯებით - მაგათ მხითარიანზე მთელი ევროპა ნადირობს და ნაკრებიც რამდენჯერმე ახლოს იყო ჯგუფიდან გასვლასთან. არა, ჩვენზე მეტად არც ფეხბურთი უყვართ და ვერც სხლავენ - უბრალოდ, სომეხი არასოდეს აშოვნინებს მილიონს სხვას, თუკი იქ მეორე სომეხს შეუძლია მანეთის შოვნა....
მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად სულაც არაა საჭირო, რომ დინამოში საკვანძო ფეხბურთელებად უცხოელი ლეგიონერები გვევლინებოდნენ.... მათ გარეშე კი, დინამო ალაშკერტის ბარიერს ვერ გადალახავდა და რაც უფრო დროულად გავუსწორებთ თვალს სიმართლეს, მით უკეთესი ჩვენთვის და ქართული ფეხბურთისთვის.....
მსქროლავი ტროლი
13 ივლისი 2016 15:20
0
fcb რა გინდა???
რაც შეეხება თამაშს მეტიც შეიძლებოდა... ჩემი აზრით იქაც მოვუგებთ
effe
13 ივლისი 2016 15:04
0
რენე ფერეირას მიეცეს სასუსლება იტამასოს საქარტველოს ნაკრებსი,დზალიან აკლია გუნდს ასეტი მცველი და სპორტალ გეს ადმინისტრაციას ვტხოვ ცაატაროს გამოკიტხვა ამ ტემასტან დაკევსირებიტ.ტექნიკური სეცდომისტვის მომიტევეტ,ტელეფონიტ ვცერ
bacho
13 ივლისი 2016 14:43
0
ჩვენო საამაყო დინამო როგორ გაგვიხარე გულები მთელ საქართველოს,მინდა გითხრათ რო მთელ ქვეყანას უზომოდ ეზიზღებით ალაშკერტი დინამო 3-0
fcb
13 ივლისი 2016 14:30
0
lasha-ს ხომ კარგად შეხედე საფრანგეთს როგორ დაცინოდნენ :DD სამხრეთ აფრიკის ნაკრები რაგბში უფრო თეთრები იყვნენ ვიდნე საფრანგეთი ფეხბურთში))) მაგრამ არვიცი თუ უკეთესი ფეხბურთელი არ იქნება დაცვის ხაზში ითამაშოს რენემ არაუშავს))
svani
13 ივლისი 2016 14:15
0
ვიტომ რატომ არ უნდა იტამაშოს, ესკუდა ბზიკობა მართლა დაგვხუპავს ჩვენ და ეს ძალით ვიტომ პატრიოტიზმი !
alex
13 ივლისი 2016 13:48
0
რა უნდა ამ სომეხს?
gri
13 ივლისი 2016 13:37
0
ლაშას,საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ქართველმა უნდა ითამაშოს,გერმანიები და გაშავებული საფრანგეთი რას გააკეთებს ეგ მათი საქმეა
GGG
13 ივლისი 2016 13:29
0
და რო გაიგიჟე ზოგიერთბმა თავი რაუნდა ფერეირას ნაკრებშიო ამისულაშვილის დრო რო მიდის და სემცვლელი რო არ კყვავს გირსეული იმას არ იდზახიან კუდაბზიკობა დაგვუპავს ჩვენ გერმანია არ თაკილობს და სხავ ეროვნები ფეხბურთლებს ათამასებს მართალი იქ დაბადებულებს მაგრამ მაინცსვეიცარია ხო საერტოდცდიობს რომ ნატურალიზაცია გაუკეტოს კარ ფეხბურთელებს.ჩვენ არ გვაქ ფუფუნება რო ფერეირას სურვილს უარი უთხრად პირიქით მადლობა მას ამ სურვილისთვი თავდადება რომ არ აკლია ეტყობა.ფრერეირა ნარებში მინუმუმ კონკურენციას წაადგბა
lasha
13 ივლისი 2016 12:16
0

სიახლეები პოპულარული