გიორგი ქვილითაია: მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა და არ უნდა მოვდუნდეთ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ერევნის "ალაშკერტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო არენაზე" თბილისურმა გუნდმა "ალაშკერტს" 2:0 მოუგო, ქვილითაიამ კი თავი გოლით გამოიჩინა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა ქვილითაიასადმი სიმპატია გამოხატა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით იხილავდა მას თავის გუნდში.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
- "ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!

"მთლიანობაში, კარგი მატჩი გამოვიდა.
რაც მთავარია, დამაჯერებლად მოვიგეთ.

ორი განსხავებული ტაიმი გამოვიდა: პირველი ტაიმი ალბათ მაინც ახალი სეზონის, პირველი ოფიციალური თამაშის და, რა თქმა უნდა, ევროთასების მღელვარების გამო იყო შედარებით უფრო სუსტი.

სასიამოვნოა, როცა მეტოქე გუნდის მწვრთნელი შენზე დადებითად საუბრობს და მიხარია, რომ მაქო.

სომხეთში კარგი უპირატესობით ჩავდივართ, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერაც წინაა და მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართულიბფეხბურთი არის პიარი მეტი არაფერი, აპიარებენ გაყიდვა უნდათ
0
გუჯას ვეთანხმები მართლა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ქვილითაია!ასეთი აღნაგობის ფორვარდები სისწრაფით და ტექნიკით არასდროს გამოირცეოდნენ მაგრამ სხვა პლუსები ჰქონდათ რითიც გუნდს ეხმარებოდნენ აი ქვილითაიას რა პლუსები აქვს ვერ დავინახე,"ალაშკერტის"მცველებმაც ფეხი არ გაანძრევინეს და მითუმეტეს ნორმალური მცველები საერთოდ გათიშავენ თამაშიდან!რავი რაც ამ გვერდზე ეს ბიჭი აქეს .............
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული