იურაი იარაბეკი: "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"ზაგრების "დინამომ" დღეს ბრწყინვალედ ითამაშა. მე-40 წუთამდე, სანამ გოლს გაგვიტანდნენ, ცუდად არ გამოვიყურებოდით. შეცდომების გამო 3 წუთში 2 გოლი გავუშვით და ამას სკოლის გაკვეთილად მივიღებთ, გავაანალიზებთ. სხვა მხრივ, კარგი მატჩი იყო.

დამწუხრებული საერთოდ არ ვარ. ჩვენი მიზანი აქ გოლის
გატანა იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორი საკუთარ კარში მივიღეთ, იქით კიდე ვერ გავიტანეთ... თუმცა ეს ფეხბურთია და დღეს "დინამომ" კარგი თამაში აჩვენა.

ჩვენი შანსები? ალბათ, 30%. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი დასრულებულია. "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი მოვა და ჯოჯოხეთს მოაწყობს. ვეცდებით, შინ პირველ 20-25 წუთში გავიტანოთ", - ციტირებს სლოვაკ სპეციალისტს germanijak.hr-ი.
მკითხველის კომენტარები / 80 /
დინამოს ცუდად არ უთამაშია გამოცდილება დააღალატა გუნდი მაგრამ არაუშავს ბრძოლა უნდა გააგრძელონ ლეგიონერებიდან ველევი ძალიან დააკლდა დინამოს, კურიე კი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.დინამოს ძალიან გამოადგებოდა ძალამიძე და არაბიძე ერთს რაღაც პრობლემები აქვს თავის კლუბში და მეორე შახტარის დუბლებში თამაშობს იქნებ დინამომ მოახერხოს მათი დამატება მაგრად გააძლიერებდენ გუნდს.
bebeto
21:08 27-07-2016
0
ფორვარდი არ ყავს დინამოს გოლის გამტანი და ეგაა ყველაზე დიდი უბედურება ამ გელას კიდევ დაანებონ ტავი უაზროდ დარბის მარტო და არაფრის მაკნისია იყიდონ ერტი ზლიერი ფორვარდი რამოხდება და მერე მოგვტხოვონ ხალხს სტადიონზე მისვლა და ამ უცხოელი ლეგიონერებიდან კი რენე საუკეტესოა და მაინც ცარმატებები დინამოს ეგ ერტი გუნდიგა არის ევროტასებზე იმედები არ გაგვიცრუონ ზალიან ზალიან უნდა მოინდომონ და რაგაც მაინც გამოასცორონ
amirani
20:51 27-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული