იურაი იარაბეკი: პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს, 1 აგვისტოს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"ხვალ დღესასწაული გველის. გვაქვს შანსი, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსიროთ. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირველ თამაშში ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და
2 ბურთი მივიღეთ. მოვლენ გულშემატკივრები, ვისი იმედიც მაქვს და გუნდთან ერთდ კარგ გარემოს შექმნიან.

ზაგრებში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გავუშვით. მეორე ტაიმში მოედანზე გასატანად გელაშვილი შევუშვი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერც გავიტანეთ...

თბილისში იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ზაგრებში - პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ. მეტოქე კონტრშეტევაზე რომ ძლიერია, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, შესწავლილი გვაქვს და ჩვენს სტრატეგიას დავუპირისპირებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

იარაბეკთან ერთად პრესკონფერენციას უჩა ლობჟანიძეც დაესწრო.

"მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ჩვენი და მათი თამაშიც. გაანალიზა, რის შემდეგაც რჩევა-დარიგებები მოგვცა. ცუდია, რომ 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავუშვით. ხდება ასეც... ხვალინდელი მატჩისთვის თითოეული ფეხბურთელი მოემზადა და დანარჩენს თვითონ მატჩი გვეტყვის.

გუნდში მთავარი მწვრთნელია და მისი ასეთი მუხტი ფეხბურთელებზე კარგად აისახება. არის იმედი გამარჯვების. შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა", - განაცხადა ლობჟანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 27 /
დღეს თბილისი მომგები არ არის და სტადიონის სანახავად ისედაც ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე. ადრე ფეხბურთელების სანახავად მაინც დადიოდა ხალხი და ახლა არც იქით არც აქეთ ფეხბურთელი აღარ თამაშობს ორივე მკვდარი გუნდია ერთადერთი დავორ შუკერის სანახავად თუ წავა კაცი.
........
02 აგვისტო 2016 10:59
0
mmm ;სამწუხაროდ არ იციან გულშემატკივრობა და ამიტომაც აკეთებენ ასეთ კომენტარებს,რომ გაამხნევონ იმის ნაცვლად გულს უტეხავენ მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც....
ვაი გულშემატკივრები
02 აგვისტო 2016 10:59
0
დაკარგული არასოდეს არაფერია, სასწაული არ უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლას - მთავარია მონდომება და თამაში, გელაშვილი თუ ათამაშეს ნამდვილად მოვიგებთ :). რამდენს არ აქვს საშუალება რომ თამაშს დაესწროს, რამდენი შოულობს და ბილეთს ყიდულობს, მეც მივალ სტადიონზე და ვუქომაგებ ნამდვილად, მაგრამ ... თუ დღესაც ჩააფლავეს სტადიონს აღარ გავეკარები, სანამ მწვრთნელი არ შეიცვლება. ფეხბურთელებს მინდა მივმართო - ვალდებულები ხართ ბოლომდე დაიხარჯოთ და შედეგი დაუდოთ გულშემატკივარს, მიუდექით ყველაფერს ძალიან სერიოზულად, მოინდომეთ, თორემ არ გამოვა თქვენსგან არაფერი, ტყუილად დროს ნუ დაკარგავთ, სხვა სფეროში გადაერთეთ და მიხედეთ ახლობლებს.
giorgi
02 აგვისტო 2016 10:31
0
გიო-ს შენ ისე გესმის ფეხბურთი,როგორც მე ჩინური. ძლივს გამოჩნდა მწვრთნელი,რომელმაც გუნდი დაალაგა და ნორმალური ფეხბურთი ათამაშა, აგრესიული დაცვით და გააზრებული შეტევით.ეს ჯერ დასაწყისია.სწორ გზაზე დგანან და დიდი წარმატებები წინაა.გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.ღმერთი თქვენსკენ
02 აგვისტო 2016 10:19
0
მართლა თუ ისეა საქმე რომ ვიგაცას სტადიონზე უნდა მისვლა და 5 ლარი არ აქვს მართლა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე,მინიმუმ 5 დღე არ ექნება ნაჭამი
lasha
02 აგვისტო 2016 10:10
0
ისედაც გაცვეტილ ხალხს დაადებინებს ეხლა ტოტალიზატორსჰი მოვიგებტო და
mixa
02 აგვისტო 2016 10:07
0
ყველას გთხოვთ,გვერდში დავუდგეთ დინამოს!
duvaio
02 აგვისტო 2016 09:57
0
დღესასწაულს კი არა ვერსასწაულს იზამ ბიძია შენ
giga
02 აგვისტო 2016 09:45
0
სჯობს ცხოვრებაში ერთი დღე იცხოვრო როგორც მგელმა ვიდრე დარჩენილი ცხოვრება ცხვარმა.
azurini
02 აგვისტო 2016 09:39
0
ხვალ მეთორმეტე მოთამაშე ვიქნები!

თქვენი იმედი არ მაქვს, რადგან სწორი ანალიზიც კი ვერ გააკეთეთ. 3 წუთზე ბევრად მეტი გქონდათ დაკარგული კონცენტრაცია. მიუხედავად ამისა მოვალ სტადიონზე და ჩემ ვალს მოვიხდი.
გუჯა კახაძე
02 აგვისტო 2016 00:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული