ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა: თბილისის "დინამომ" კარს ყველაზე მეტჯერ ააცილა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, სადაც თბილისის "დინამოც" ფიგურირებს.

საქართველოს საუკეთესო გუნდმა ევროტურნირზე ჩატარებულ 4 მატჩში მეტოქეთა კარისკენ, ჯამში, 66-ჯერ დაარტყა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს შორის ეს მეოთხე მაჩვენებელია, საუკეთესო კი შოტლანდიური "სელტიკია" - 73 მცდელობით.

თბილისის "დინამო" პირველია კარს მიღმა დარტყმებით. იურაი იარაბეკის შეგირდებმა ერევნის "ალაშკერტთან" და ზაგრების "დინამოსთან" მატჩებში, ჯამში, არაზუსტად 41-ჯერ დაარტყეს. ამ მხრივ, გამორჩეული ვახტანგ ჭანტურიშვილი ყოფილა - 8 დარტყმა.

რაც შეეხება "დინამოს" სხვა მაჩვენებლებს, თითო თამაშში თბილისელთა
კარისკენ დარტყმების რაოდენობა საშუალოდ 16,5 შეადგენს. კარის ჩარჩოში თბილისელებმა 15-ჯერ დაარტყეს, 41 დარტყმული კარს ასცდა, 10 - დაიბლოკა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში ანგარიშით 0:3 დამარცხდა ზაგრების "დინამოსთან" და ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არაა ეგრე.საშუალო ევროპელის შემოსავალი მაქსიმუმ 2000 ევროა და ბილეთში თუ 20 ევროს იხდის არაა ეგ ფეხბურთშიცოტაეგ ჩვენი ფასებით 10 ლარს მაინც უდრის.ე.ი.იქ ფეხბურთში ფულს იხდიან და კიდეც აქვთ!!!!!!
0
იმის სტატისტიკა არ არის ყველა საჯარიმო დარტყმა რომ კედელს გაარტყეს. აბსოლიტურად ყველა მათ შორის სასაცილოა მაგრამ ერთი კაცი იდგა კედელში და მასაც ვერ ააცილეს ბურთი.
vano
23:46 04-08-2016
0

სიახლეები პოპულარული