ამ სეზონში საქართველომ უეფას კოეფიციენტთა ცხრილში კიდევ 3 ადგილი დაკარგა

AutoSharing Option
2016/17 წლების ევროთასების სეზონი ქართული კლუბებისთვის, ტრადიციულად, ზაფხულშივე დასრულდა. ვნახოთ, რა მოიმკეს ჩვენმა გუნდებმა წლეულს.

სეზონის წინ საქართველო უეფას რეიტინგში 36-ე ადგილზე იყო. ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამო" მონაწილეობდა, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო ბრძოლაში. ის სომხურ "ალაშკერტს" შეხვდა და ორი მატჩის ჯამში იმარჯვა (2:0, 1:1). ეს იყო ქართული კლუბების ერთადერთი წარმატება ამ სეზონში.

III საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" ზაგრების "დინამომ" დაამარცხა - 0:2, 0:1. ჩვენი ჩემპიონი ევროპალიგის პლეი-ოფში გადაერთო და იქაც დამარცხდა, ამჯერად, ბერძნულ პაოკ-თან - 0:3, 0:2.

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო
ეტაპზე გორის "დილა" სომხურ "შირაქს" ვერ გასცდა - 1:0, 0:1 და 1:4 პენალტების სერიაში. საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ზიმბრუს", მაგრამ მერე გაუგონარი რამ ჩაიდინა და შინ 2:3 დამარცხდა.

"სამტრედია" სტუმრად 1:5 შერცხვა "გაბალასთან", შინ კი მხოლოდ 2:1 მოიგო. ამგვარად, I ეტაპს სამი გუნდიდან ვერც ერთი ვერ გასცდა.

ქართულმა კლუბებმა ამ სეზონში 1,125 ქულა მოიპოვეს უეფას კლასიფიკაციაში. მართალია, ეს შედეგი შარშანდელ კატასტროფას (0,625 ქულა) სჯობს, მაგრამ საქართველოს ვარდნა უეფას კოეფიციენტთა ცხრილში გაგრძელდა. თუ შარშან ორი ადგილი დავკარგეთ, ახლა ერთბაშად - სამი და 39-ე ადგილზე ჩავინაცვლეთ.

პაოკ-თან საგარეო მარცხამდე 38-ე ადგილზე ვიყავით, მაგრამ "დინამომ" ქართულ ყულაბას ვერაფერი დაუმატა წუხელ და ალბანეთმაც გაგვასწრო (მანამდე ფინეთმა და ბოსნიამ გაგვასწრეს).

ჩვენი 39-ე პოზიცია 2018/19 წლების ევროსეზონიდან აისახება, მომავალ ევროთასებზე კი შარშანდელი მაჩვენებლით (36-ე ადგილი) წარვდგებით, როგორც წელს შარშანწინდელით (34-ე ადგილი).

საქართველოს უეფას საკლუბო კოეფიციენტთა ცხრილში 6,375 ქულა აქვს და 39-ე ადგილი უკავია.

აქვე გთავაზობთ საქართველოს ქულებს ბოლო სეზონების მიხედვით.

2012/13: 1,500
2013/14: 1,875
2014/15: 1,275
2015/16: 0,625
2016/17: 1,125
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართული ფეხბურთის მორიგი სირცხვილი!
სირბილის სწავლების ცენტრი
29 აგვისტო 2016 11:58
0
თან სურათებსაც რომ იღებენ?
............
27 აგვისტო 2016 12:16
0
ქართული ფეხბურთი მძიმედ დაავადებულია.
გულშემატკივარი
27 აგვისტო 2016 11:40
0
გულშემატკივარი მაინც რაღაც იმედებს ებღაუჭება და მექანიკურად დადის სტადიონზე. არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ ფეხბურთი უკვე მარაზმად გადაიქცა. წინასწარ არის მარცხს შეგუებული როგორც ფეხბურთელი, ისე გულშემატკივარი. ფაქტია წინ ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა
გგგ
26 აგვისტო 2016 22:01
0
va sagol chvenebs,kidev darcheniat qvemot chasawevi adgili...
gocha123
26 აგვისტო 2016 20:30
0
Exla es 1.5 da 1.8 chamohvertmeva kide am or welshi mahis nacvlad mivigebt 0.6 0.8 da mog****nt pexburrti mere naxet gibraltaric ro gahvaswrebs
Rustavi
26 აგვისტო 2016 19:42
0
აკრძალეთ ფეხბურთი! ქართული კლუბების "ფლაგმანმა" ბოლო 4 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, მოგებას ვინ ჩივის
satiralia
26 აგვისტო 2016 16:49
0

სიახლეები პოპულარული