16 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქარელის "იბერია" და "აგარა-ქვენატკოცა" დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ქარელის "იბერიამ" 5:3 ძლია "აგარა-ქვენატკოცას".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფინალური მატჩი 15 სექტემბერს გაიმართა და ობუჯის "ქიაჩმა" 2:1 დაამარცხა "ნაკიფუ".
17-21 სექტემბრიდან "მოყვარულთა თასი 2016" სტარტს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად იღებს და სექტემბრის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული
მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 5000- ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია