მოყვარულთა თასი 2016: ქარელსა და წალენჯიხაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
"მოყვარულთა თასი 2016"-ის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, გამარჯვებული ორ მუნიციპალიტეტში, ქარელსა და წალენჯიხაში გამოვლინდა.

16 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქარელის "იბერია" და "აგარა-ქვენატკოცა" დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ქარელის "იბერიამ" 5:3 ძლია "აგარა-ქვენატკოცას".

Sportall.Ge

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფინალური მატჩი 15 სექტემბერს გაიმართა და ობუჯის "ქიაჩმა" 2:1 დაამარცხა "ნაკიფუ".

17-21 სექტემბრიდან "მოყვარულთა თასი 2016" სტარტს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად იღებს და სექტემბრის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული
გამოვლინდება.

მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 5000- ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ ქარელს გაუმართლა რეებს წერ 11:1 10:0 8:0 მოიგეს და 4 კაცი არ ყავდა ქარელელებს და ისე მოუგეს აგარას რეებს ლაპარაკობ :დ
giorgi
08:07 23-09-2016
0
ეხ აგარა ბევრად ძლიერია ქარელს გაუმართლა ყოჩაღ ქვენატკოცა
ფანი
18:20 19-09-2016
0

სიახლეები პოპულარული