"ზესტაფონის" ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, ქალაქ ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის გათამაშების მეორე საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

შეგახსნებთ, რომ ამ გუნდების პირველი სათასო მატჩი ქუთაისში ფრედ 1:1 დასრულდა. გამომდინარე აქედან, თასის ნახევარფინალში "ზესტაფონი" ითამაშებს.

"ზესტაფონი"-"ტორპედო" 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 გოცირიძე (62), 1:1 გორგიაშვილი (90), 2:1 ბენაშვილი (90+4)
გაფრთხილებები: ღონღაძე (51), ძარია (54), თოდუა (77)
არბიტრი: ლევან კვარაცხელია

ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, ონიანი, ელიავა (ალადაშვილი 77), ძარია (სარდალიშვილი 87), გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი (ბენაშვილი 66),
აფციაური (კაპ), დვალი, ლომია.
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

ტორპედო: მიგინეიშვილი, გამეზარდაშვილი, თოდუა (კაპ), ფოფხაძე, გურული, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი (კუხიანიძე 73), დოლიძე, თარხნიშვილი, ბოლქვაძე (საბანაძე 56), გოცირიძე (მეგრელაძე 63).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული საკლუბო ფეხბურთის დონემ საგრძნობლად მოიმატა,რაც მისასალმებელია.იმედია ახალი მოედნები მალე გაკეთდება და ბევრი კარგი გუნდი კიდევ უფრო საინტერესოს გახდის საქართველოს ჩემპიონატს.
malxazi
22:26 07-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული