საქართველოს თასის ნახევარფინალისტთა წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კენჭისყრის შედეგად დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალისტთა წყვილები გაირკვა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება, თასის მფლობელი "გაგრა" კი გორის "დილას" შეხვდება.

პირველი მატჩები 10 მარტს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 18 აპრილს ჩატარდება.

რაც შეეხება საქართველოს თასის ფინალს, ის 26 მაისს შედგება, თუმცა რომელ ქალაქსა და სტადიონზე, საბოლოოდ ჯერ გადაწყვეტილი არაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა რა მოულოდნელი წყვილებია.DDD
ramo
15:58 07-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული