დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ტრადიციულად, "დინამოს" სტადიონზე ტარდებოდა ხოლმე, ამჯერად კი "დინამო არენაზე" მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო თასის ფინალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ოფიციალური განცხადება ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გააკეთა.
www.msy.gov.ge