"ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებიდან შეგვატყობინეს, რომ დიდი ალბათობაა, საქართველოს სუპერთასის შეხვედრა 29 მაისს გაიმართოს. 21 მაისს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართება და ან დროისთვის დაზუსტებით გვეცოდინება მატჩი შედგება თუ არა".
შეგახსენებთ, რომ 2010-11 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "გაგრა" ერთმანეთს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა შეხვედროდნენ, შემდეგ საუბარი ამ მატჩის თებერვალში გამართვაზეც იყო, მაგრამ… ვერა და ვერ ჩატარდა.
ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნოდარ კაკულიამ
"დიახ, სუპერთასი, ალბათ, სწორედ სეზონის დასრულების შემდეგ გათამაშდება. სავარაუდოდ, "ზესტაფონი"-"გაგრას" შეხვედრას "მიხეილ მესხი" უმასპინძლებს. მხოლოდ თარიღია დასაზუსტებელი, თამაში ან 29 მაისს ჩატარდება ან- 30-ში.
გუნდებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, ეს თარიღები მათთვის მისაღები იქნება. ხოლო ის ფაქტი, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელები ამ დროისათვის საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოიძახონ, არა მგონია, დაბრკოლება გახდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"