თემურ შალამბერიძე: პენალტი დასანიშნი იყო, "ზესტაფონის" მცველი - გასაგდები

AutoSharing Option
საქართველოს თასის ყველაზე სკანდალური და დაძაბული ფინალის შემდეგ მეტოქეთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ემოციური კომენტარები გააკეთეს.

ცხადია, მთავარი თემა მსაჯობა იყო, რამაც უდავოდ ლამაზად დაწყებულ მატჩს ელფერი დაუკარგა.

თემურ შალამბერიძე ("დილას" მთავარი მწვრთნელი):

"ძალიან დაძაბული და ნერვული თამაში გამოდგა. არ ვიცი, ჩვენი მოწინააღმდეგე ასე რატომ გაღიზიანდა.

ყველაფერი მათ კარში დანიშნული პენალტის შემდეგ დაიწყო. გულწრფელად მგონია, რომ პენალტიც დასანიშნი იყო და "ზესტაფონის" მცველიც - გასაგდები.

მაგრამ ფინალს თან ახლავს
დაძაბულობა და სხვაგვარად არც გამოვიდოდა.

ეს ჩემთვის პირველი ტიტულია უმაღლესი ლიგის მწვრთნელის რანგში და ბედნიერი ვარ, გორის "დილამ" თასი რომ ასწია. ვულოცავ გორს ამ დიდ წარმატებას".

ასევე, იხილეთ
საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული

გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!

გიორგი ონიანი: მსაჯისგან აშკარა ჩაგვრამ ფსიქოლოგიურად გაგვტეხა

მათე ვაწაძე: ჩვენი მიზანი თასი იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ

ლაშა სალუქვაძე: მჯერა, თასებსა და ჩემპიონობას კიდევ მოვიპოვებთ

გოჩა ხოჯავა: თასის ფინალში დაძაბულობა რომ არ იყოს, მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნებოდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას მართლა გონია რომ პენალტი იყო და ფეხბურთელი გასაგდები? ეს უნდა იყოს მწვრთნელი?
gigi
28 მაისი 2012 18:44
0
ბეტეერები დააყენეთ ცენტრში და მთელი მოწინააღმდეგე გუნდი გაიქცევა,შეგიძლიათ მერე მოიგოთ 20-0 ან 50-0
gerasime
28 მაისი 2012 14:25
0
მომილოცავს. წარმატებული სპეცოპერაცია იყო.
levani
28 მაისი 2012 14:08
0
და ეს მწვრთნელია?
tazo
28 მაისი 2012 13:46
0
კიდევ 2+2=5 და ომი მოვუგეთ რუსეთს.სამრცხვინოები ხართ
beso
28 მაისი 2012 13:21
0
რაღაი შენ და მერაბიშვილი იტყვით რა!
suslika
28 მაისი 2012 12:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული