ცხადია, მთავარი თემა მსაჯობა იყო, რამაც უდავოდ ლამაზად დაწყებულ მატჩს ელფერი დაუკარგა.
გიორგი ონიანი ("ზესტაფონის" მცველი): "ძალიან მძიმე თამაში გამოდგა. იყო მომენტები, როდესაც ჩვენს სასარგებლოდ არ დაინიშნა აშკარა ჯარიმები და პენალტი.
მსაჯმა აქეთ დაგვიდო უაზრო ჯარიმები და ამან გამოიწვია ჩვენი ფეხბურთელების დაძაბვა... მსაჯმა თამაში გააფუჭა. საბოლოოდ ბიჭები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, რადგან ასე აშკარად რომ გჩაგრავენ, ძნელია, თავი შეიკავო და ნერვები მოთოკო.
გორის "დილას" გამარჯვებას მივულოცავ, ჩვენს
ჯაბა დვალი ("ზესტაფონის" თავდამსხმელი): "დღევანდელ შეხვედრაზე მოკლედ ვიტყვი - გაიმარჯვა გორის "დილამ" და გულით და სულით ვულოცავ გამარჯვებას. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია".
ასევე, იხილეთ
საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული
გიორგი ყიფიანი: ამ სიბინძურის მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ!
თემურ შალამბერიძე: პენალტი დასანიშნი იყო, "ზესტაფონის" მცველი - გასაგდები
მათე ვაწაძე: ჩვენი მიზანი თასი იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ
ლაშა სალუქვაძე: მჯერა, თასებსა და ჩემპიონობას კიდევ მოვიპოვებთ
გოჩა ხოჯავა: თასის ფინალში დაძაბულობა რომ არ იყოს, მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნებოდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"