ელგუჯა ქომეთიანი: ბოლნისის "სიონთან" რთული თამაში გვექნება

AutoSharing Option
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა "ზუგდიდმა" ორდღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ საკუთარ მინდორზე პირველად ივარჯიშა.

ანტალიაში დაშავებული ზუგდიდელთა ფორვარდი ირაკლი ქობალია კვლავ უვარჯიშებელია და სამედიცინო შემოწმებას გადის.

ტრავმის გამო ვარჯიში ლაშა კუკავამ და ვაკო ტყემალაძემაც გამოტოვეს, ხოლო შეკრების ბოლო დღეს დაშავებულმა ლევან წურწუმიამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი შეკრებასა და "ზუგდიდში" არსებულ მდგომარეობას ასე აფასებს:

"თურქულ შეკრებას დადებითად ვაფასებ, რადგან მთლიანობაში, საწვრთნელი პროცესი ნაყოფიერი გამოგვივიდა.

ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, რომ პირველ სათასო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარებიან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქობალია,
ასევე - შემტევი ლაშა კუკავა.

სათუოა ვაკო ტყემალაძის თამაშიც, რაც დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის.

ანტალიიდან დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელები ორი დღით დავასვენეთ და ისევ შევიკრიბეთ.

ზამთრის პერიოდში საკმაოდ გაძლიერდნენ ბოლნისელები და ბუნებრივია, "სიონთან" რთული თამაში გვექნება, მაგრამ სათასო შეხვედრისთვის მაქსიმალურად ვემზადებით და ჩვენი მიზანია მომდევნო ეტაპზე გასვლა.

ეს თამაში კიდევ ერთი ტესტი იქნება იმისა, თუ რამდენად მზად ვართ ოფიციალური შეხვედრებისთვის.

იცით, რომ უმაღლეს ლიგაში პირველ მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ და ამით ყველაფერი ნათქვამია".

"ზუგდიდმა" კი ასეთი შემადგენლობით ივარჯიშა:
მეკარეები: ძაგანია, მაქაცარია;
მცველები: აფაქიძე, აკობია, რ. ონიანი, გამეზარდაშვილი, კანკია, ქვარცხავა, გამრეკლიძე, აქუბარდია;
ნახევარმცველები: სიხარულია, გუგუჩია, ხუბუა, შ. ლომია, ნ. შონია, წურწუმია, ფარჯიკია, ქანთარია;
თავდამსხმელები: გაბედავა, ეხვაია, ბულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. პირველი მატჩების წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული