საქართველოს თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩები გაიმართა

AutoSharing Option
26 თებერვალს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც საჩხერის "ჩიხურამ" "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

გორის "დილამ" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედია" მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, შემდეგ ეტაპზე ამ წყვილიდან გამსვლელის საკითხი პირველსავე შეხვედრაში გადაწყვიტა.

ვალდას ივანაუსკასის შეგირდებმა პირველლიგელთა კარი ექვსჯერ აიღეს.

სამტრედიელთა რბევა უკვე მე-10 წუთზე გიორგი კახელიშვილმა დაიწყო, რასაც ნათან ჟუნიორმა ჰეთ-თრიქი მოაყოლა (27,49,65).

დარჩენილ დროში დუბლი გაიფორმა მიხეილ გორელიშვილმა, რომელმაც სტუმართა კარი 78-ე და 88-ე წუთებზე
დალაშქრა.

ქუთაისში "ტორპედომ" "გაგრას" უმასპინძლა. გია გეგუჩაძის გუნდმა გიორგი ონიანის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ოთხიოდე წუთში გაგრელთა ლეგიონერმა ჯონ ჯერემიამ გაათანაბრა და თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩინა.

ფოთში, "ფაზისზე" "კოლხეთმა" საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში დინამოელებმა საწადელს ბოლოსღა, 89-ე წუთზე ჩისკოს გატანილი გოლით მიაღწიეს - 0:1.

ერთადერთი გოლით გაიმარჯვა "ზესტაფონმაც", რომელმაც "გურიასთან" სტუმრად მატჩი საკუთარ "დავით აბაშიძეზე" გამართა. 31-ე წუთზე გატანილი გოლით ბოტი დემელი გამოირჩა.

დამაჯერებლად გაიმარჯვა ბოლნისის "სიონმა", რომელმაც "ზუგდიდი" თბილისში, "მიხეილ მესხზე" მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ბათუმის "დინამომ" ქობულეთში რუსთავის "მეტალურგს" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა - 2:1, "ვიტ ჯორჯიამ" კი ცხინვალის "სპარტაკს" მცხეთაში ვერაფერი მოუხერხა - 1:1.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლეე, ოლე, ოლე ოლეე, დილააააა, ჩემპიოონ!!! :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული