ნათლად გამოჩნდა, რომ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი "სიონმა" მეტოქეზე ბევრად ნაყოფიერად გამოიყენა.
შეხვედრა ბოლნისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და სრულიად ლოგიკური შედეგით დასრულდა.
ყველა მთავარი მოვლენა პირველ ტაიმში მოხდა. "სიონმა" სწრაფი გოლის გატანა შეძლო. ირაკლი ლექვთაძემ ბრძოლით შეძლო დასარტყამ პოზიციაზე გასვლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა - 1:0.
ზუგდიდელებს მან მეორეც გაუტანა, რაშიც ამჯერად კოკა მიკუჩაძე დაეხმარა. ზედ შესვენების წინ კი ეს უკანასკნელი მეორე შედეგიანი გადაცემის
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებმა შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად მაღალ დონეზე ჩაატარეს და იმედისმომცემი გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ზვიად სიხარულიამ ორი ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.
თავის მხრივ, ქვემოქართლელებსაც ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსი, როცა ახალაიასა და შეცვლაზე შესულ გიორგი მანწკავას დარტყმები არ წაუვიდათ.
ასე გადადგა "სიონმა" მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი. ბოლნისელები ზუგდიდში უდავო ფავორიტის სტატუსით გაემგზავრებიან.
მატჩის შემდეგ
არმაზ ჯელაძე (სიონი):
"ჩემს ფეხბურთელებს ბრძოლისა და კარგი თამაშისთვის მადლობას ვუხდი. "ზუგდიდი" ანგარიშგასაწევ ძალად რჩება და მასთან დაპირისპირება ჩვენთვის იოლი არ ყოფილა".
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე ნაკლებად გვაქვს, მაგრამ საპასუხო მატჩში გამარჯვებას მაინც შევეცდებით. ფაქტია, რომ ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"