"ბაიას" გასაჭირი

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიაში" შექმნილი მწვავე ფინანსური კრიზისის შესახებ ჩვენი მკითხველი კარგადაა ინფორმირებული. უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და თბილისის "დინამოს" დედაქალაქში ქულა აართვა. თბილისში "ბაია" ნასესხები ფულით ჩამოვიდა, ღამე კი ფეხბურთელებმა ნათესავების ბინებში გაათიეს. "ბაია" ასევე ნასესხები ფულით ჩადის ქუთაისში, სადაც საქართველოს თასის მერვედფინალში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

როგორც ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, კლუბში მდგომარეობა უცვლელია და კონკრეტული სიახლეებიც არ ისმის. "სამწუხაროდ, ახალს და სასიამოვნოს ვერაფერს გეტყვით. ჩვენი პრობლემები პრობლემებადვე რჩება. ამის მიუხედავად, სიტუაციის გამოსწორების
იმედს ჯერ კიდევ არ ვკარგავთYდა სწორედ ამიტომაა, არაერთი ფეხბურთელის წასვლის მიუხედავად, საწვრთნელი პროცესი რომ არ შეფერხებულა. ისევე როგორც თითოეულ მატჩში, ქუთაისშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმის მიუხედავად, რომ წყვილის ფავორიტი "ტორპედოა", წარმატებისთვის თავს არ დავზოგავთ. კიდევ კარგი, ქუთაისი ზუგდიდიდან არც ისე შორსაა და ამჯერად ნაკლები ფულის სესხება დაგვჭირდა, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელია", - ამბობს ქომეთიანი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული