საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: "სიონმა" "ზესტაფონი" გათამაშების მიღმა დატოვა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს საქართველოს თასის 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" "შუქურა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, თუმცა ამ ანგარიშმა მასპინძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება არ მისცა, რადგან პირველი მატჩი "შუქურამ" ანგარიშით 1:0 მოიგო.

გორის "დილამ" სტუმრად ბათუმის "დინამოსთან" ანგარიშით 2:1 (1:0) წააგო, თუმცა შინ გამარჯვებული მატჩის შედეგად "დინამო" თასის მიღმა დატოვა.

თბილისის "დინამომ" ხობის "კოლხეთი" ამჯერადაც გაანადგურა. დინამოელებმა სტუმრებს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. ჰეთ თრიქი პატრიკ ვუომ შეასრულა.

მარტვილის "მერანისა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 (2:1)
დასრულდა და შემდეგ ეტაპზე მარტვილელები გავიდნენ.

საჩხერის "ჩიხურამ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 4:0 (3:0) გაანადგურა.

რუსთავის "მეტალურგმა" ფოთის "კოლხეთი" სტუმრადაც დაამარცხა. რუსთაველებმა ანგარიშით 3:1 (2:0) მოიგეს.

ცხინვალის "სპარტაკისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩიც მსგავსი ანგარიშით მორჩა, გუნდებმა დამატებითი ტაიმები ჩაატარეს, თუმცა ანგარიში არც იქ შეცვლილა, პენალტების სერიაში "ტორპედომ" (5:6) გაიმარჯვა და 1/4-ფინალში გავიდა.

"ზესტაფონსა" და ბოლნისის "სიონს" შორის მატჩი კი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დამთავრდა. ბოლნისელებს პირველი შეხვედრაც იგივე ანგარიშით ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, თასის შემდეგ ეტაპზეც "სიონი" გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პარფიუმერ , ჰოდა დიდ სისულელესაც აკეთებენ ... ჩემპიონატში , სამეულში შესვლის შანსი მიზერულია მათი. სჯობდა , თასზე გაეკეთებინათ აქცენტი და , ევროპაზეც ითამაშებდნენ :))
Shukovani
18:17 30-10-2013
0
ზესტაფონის ეტყობა ჩემპიონატზე აქვს აქცენტი :D
PARFIUMER
17:14 30-10-2013
0

სიახლეები პოპულარული