თბილისის "დინამო" მოულოდნელად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა. მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა "დინამომ" ეროვნულ სტადიონზე პირველლიგელ "გაგრასთან" 1:2 წააგო. პირველი მატჩი "გაგრას" საკუთარ მოედანზე ანალოგიური ანგარიშით ჰქონდა წაგებული. პენალტების სერიაშიც გაგრელებმა იმარჯვეს 4:2 და ნახევარფინალში გააღწიეს.
მატჩში ანგარიში 14-ე წუთზე გაგრელთა ფორვარდმა ოვონიკოკომ გახსნა, 53-ე წუთზე "დინამომ" დავით მუჯირის გოლით გაათანაბრა, თუმცა სტუმრები 77-ე წუთზე ტყეშელაშვილის გოლით ისევ დაწინაურდნენ და ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.
დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.
პენალტების სერიაში "დინამოელი" კაკუბავას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია,
ხოლო კახელიშვილმა კარს ააცილა და "გაგრამ" ანგარიშით 4:2 იმარჯვა.
:(((((
და ეს 2 საათზე თამაშის დანიშვნები რა იდიოტობააა! ჯერ ისედაც რამდენი დადის და 2 ზე რო დანიშნავ თAმაშს საერთოდ ვინ მივა ?