ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლნისელები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომ დინამოელ ოთარ კაკაბაძეს ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა იმ მომენტში თამაშის გაგრძელება ბრძანა.
"დავიწყებ იქიდან, რომ დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას! თასის ქუთაისური ფინალი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
შესაძლოა, თამაში ვერ გამოვიდა სანახაობრივი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ სწორედაც ფინალი იყო და ხშირად ხდება ხოლმე ასე...
მთლიანობაში,
რაც შეეხება მსაჯობას, კარგა ხანია, ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია. მსაჯიც ადამიანია. ჩვენც ყველა ვცდებით და ცდება ისიც...
შეფასების სახით არა, მხოლოდ ჩემს აზრს ვიტყვი - არბიტრს უნდა დაენიშნა 11-მეტრიანი. ლოჟაში ვინც იჯდა, ყველამ თქვა, ხელიაო! მხოლოდ ყრუაშვილმა თქვა, მუხლზე მოხვდა ბურთი ფეხბურთელს და არა - ხელზეო...
რას ვიზამთ... ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, სრულყოფასა და წინსვლას. ვეცდებით, მომავალ სეზონში "სიონი" ისეთი გუნდი იყოს, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მსაჯის მიერ დანიშნულ თუ არდანიშნულ თერთმეტმეტრიანებზე", - გვითხრა ბურდულმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"