პოლონელების მთავარი სიამაყე

AutoSharing Option
ევრო 2012-ის თანამასპინძელი პოლონეთი ტურნირის სამასპინძლოდ ხვალვე იქნებოდა მზად, რომ არა ერთი გარემოება: ვარშავის 58-ათასიანი "ნაციონალური სტადიონი" ჯერ მზად არ არის. სხვა მხრივ ქვეყანაში სამზადისი უკვე დასრულებულია.

დარჩენილია მხოლოდ დეტალები. ტყუილად კი არ აღუნიშნავს უეფას დელეგაციას, პოლონელთა მომზადების უკეთესი დონე, ვიდრე მათი "კომპანიონი" უკრაინელებისა. "ნაციონალური სტადიონი" მზად მხოლოდ ერთ თვეში იქნება და მასზე პირველი თამაში 2012 წლის 29 თებერვალს გაიმართება, მაგრამ ამის მიუხედავად, არენის გარშემო ტერიტორიის კეთილმოსაწყობად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სტადიონის მშენებლობის უფლებას თავიდან სხვა კომპანია ფლობდა, მაგრამ
სპეციალურმა კომისიამ მას მშენებლობის პროცესში დარღვევები აღმოუჩინა და სამუშაოების გაგრძელების უფლება ჩამოართვა. სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ არენა ჯერ კიდევ არ არის მზად. პოლონეთის მხრიდან საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ადამ ოლკოვიჩი დარწმუნებულია, რომ სხვა რაიმე გაუგებრობას ადგილი არ ექნება.

ევრო 2012-ის მზადების პროცესში სიახლეა უკრაინულ მხარესაც. ქალაქ ხარკოვის ხელმძღვანელობა სტადიონზე (და არა მხოლოდ) განსაკუთრებულ სიტუაციებში წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებას აპირებს. ინფორმაცია ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კრივცოვმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს იდეა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაუჩნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული