არჩევანს ისინი სავარაუდოდ ვარშავაზე გააკეთებენ. აი, რა განუცხადა სააგენტოს ამასთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის დირექტორმა კონრად პასნევსკიმ: "მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილა. ფედერაციის ხელმძღვანელობა საკითხს 2012 წლის 31 იანვრამდე საბოლოოდ დაუსვამს წერტილს". ერთ-ერთ ვარიანტად ვარშავაში სასტუმრო "ჰაიატი" განიხილება, სავარჯიშოდ კი ნაკრები ალბათ "ლეგიის" სტადიონს შეაფარებს თავს.
"ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური უკვე შეუდგა მსგავსი ფირნიშების დამონტაჟებას, თანაც ისინი პიქტოგრამების (შინაარის გადმოცემა ნახატის ან თანმიმდევრული ნახატების საშუალებით. რედ.) სახით დაიბეჭდება და მასზე დატანილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები სტადიონის, გულშემატკივართა ზონების, აეროპორტების, სარკინოგზო სადგურებისა და სასტუმროების მიმართულებით," - განმარტა ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა.
აქვე გეტყვით, რომ უეფა და მისი პარტნიორი კომპანიები ევროპის ჩემპიონატის წინ "დონბას არენას" გადასცემენ ახალ საფეხბურთო კარებებს, სათადარიგოთა სკამებს, კუთხურის ალმებსა და სხვა საფეხბურთო ატრიბუტებს. ეს ყველაფერი ევროფორუმის შემდეგ სტადიონის საკუთრებაში დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"