ამის მიზეზი კი ჩერნოგორიასთან მატჩი შემდეგ მათი უდისციპლინო საქციელი გახდა. ექსიუგოსლაველების დამარცხების შემდეგ მოთამაშეებმა ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავი ზეიმი მოაწყვეს. აშკარაა, რომ სიხარულის გამოხატვასაც ზღვარი უნდა. ისინი ადგნენ და შუა აეროპორტში სპონტანურად შექმნილი სიმღერა წრეში ჩამდგრებმა სულ ხტუნვა-ხტუნვით დააგუგუნეს.
ტექსტი ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელს, 49 წლის რადეკ დრულაკს მიეძღვნა. კულტურულ ფორმებში თუ ვთარგმნით, ასეთ რამეს მივიღებთ, დრულაკს სექსი იმიტომ არ აქვს, რომ საამისოდ საჭირო
ეროვნულ გუნდს ის მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში აკრიტიკებდა, ამტკიცებდა, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებთო.
ბუნებრივია, ეს კადრები კამერებმა დააფიქსირეს. გულშემატკივარს შეუძლია მისი ნახვა იუთუბზე, თუკი საძიებო ფანჯარაში Radek Drulak nema curaka-ს ჩაუწერს. "ასეთი სოლიდური თანხით დაჯარიმება იმითია გამოწვეული, რომ ისინი უნდა მიხვდნენ, ასეთ გამოხტომას მეორედ ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. თუკი რამე ამის მსგავსი კიდევ მოხდება, მაშინ ბევრად უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამჯერად ფეხბურთელები კიდევ დავინდეთ. მათ მიერ გადახდილ თანხას ჩვენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოვახმართ," - განაცხადა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიროსლავ პელტამ.
ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ როსიცკიმ გულშემატკივარს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ის შეეცადა ფანებისთვის მათი საქციელი მეტნაკლებად აეხსნა და ყოველივე ევრო 2012-ზე მოხვედრით გამოწვეულ "საერთო ეიფორიას" დააბრალა. ტომაშმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხი ფეხბურთელები იმ დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მისი თქმით, მათ ლუდი დალიეს, მაგრამ ზომიერად, რადგან უზომოდ დასალევად მათ ელემენტარულად დრო არ ეყოფოდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"