ბილიჩი დონეცკზე უარს ამბობს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ხელმძღვანელობა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგების გაანალიზების შემდეგ მიხვდა, რომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ალოგიკური იქნებოდა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საცხოვრებლად დონეცკში დარჩენილიყვნენ.

კენჭისყრის მეორე დღეს სლავენ ბილიჩი დონეცკში "კირშას" ბაზას ეწვია, სადაც ნაკრების ფეხბურთელებს დარიო სრნასა და ედუარდოს პირადად შეხვდა.

"როგორც კი გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშებს პოლონეთში ჩავატარებთ, დონეცკის ვარიანტი იმწუთასვე უარვყავით. თუმცა ამ ქალაქში მაინც ჩამოვედი, რათა ჩემს ფეხბურთელებს შევხვედროდი, - განაცხადა ბილიჩმა და იქვე დაამატა - ამ კვირაში ნაკრების მენეჯერი ალიოშა ასანოვიჩი პოლონეთში ჩავა და
იმ ბაზებს მოინახულებს, რომელიც უკვე მოვინიშნეთ. სულ ასეთი 4-5 ვარიანტია. გვინდა, რომ მათი რიცხვი ორამდე მაინც შევამციროთ. რის შემდეგაც დავსხდებით და ყველაფერს დაწვრილებით განვიხილავთ. შევეცდებით იმის მსგავსი ბაზა მოვნახოთ, როგორიც 2008 წელს ავსტრიაში გვქონდა".

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის, იტალიისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული