სახეცვლილი ჰოლანდია

AutoSharing Option
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა შემადგენლობაში არაერთი ცვლილებაა. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 3 სექტემბერს სან მარინოში იწყებს, 7 სექტემბერს კი ფინეთს უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ნარინჯისფერთა უმთავრესი დანაკლისი, რაღა თქმა უნდა, არიენ რობენი იქნება. როგორც იცით, "ბაიერნის" ნახევარმცველი დაშავებულია და უახლოეს პერიოდში მისი მოედანზე დაბრუნება ნავარაუდევი არაა.

ჰოლანდიელთა თავკაც ბერტ ვან მარვიიკს ახალი კაპიტნის მოძიებაც მოუწევს. ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა ხომ არა მხოლოდ სანაკრებო კარიერა დაასრულა, არამედ ფეხბურთის თამაშს საერთოდ შეეშვა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მყოფ მოთამაშეთაგან ვან მარვიიკმა ამჟამინდელ განაცხადს მიღმა რაიან

ბაბელი, ედსონ ბრააფჰეიდი, სანდერ ბოსხკერი, ანდრე ოიერი და სტინ სხაარსი დატოვა, ახალ სახელებსა და გვარებს კი ჰოლანდიური სიიდან თავადაც მშვენივრად ამოიკითხავთ.

მეკარეები: მარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი), პიტ ველტჰუიზენი (ჰერკულესი), მიშელ ვორმი (უტრეხტი);

მცველები: გრეგორი ვან დერ ვილი, ვურნონ ანიტა (ორივე - აიაქსი), ხალიდ ბულაჰრუზი (შტუტგარტი), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი), იორის მატიისენი (ჰამბურგი), ერიკ პეტერსი (ეინდჰოვენი), რონ ვლაარი (ფეიენდოორდი);

ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ეინდჰოვენი), მარკ ბან ბომელი (ბაიერნი), ტეო იანსენი (ტვენტე), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი), ჰედვიგეს მადურო (ვალენსია), ვესლი სნეიდერი (ინტერი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (რეალი), დემი დე ზეუვი (აიაქსი);

თავდამსხმელები: ელიერო ელია (ჰამბურგი), კლაას-იან ჰუნტელაარი (მილანი), დირტ კუიტი (ლივერპული), ჯერემეინ ლენსი (ეინდჰოვენი), რობინ ვან პერსი (აიაქსი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული