შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ პიტერ ჰიუსტონს მიაჩნია, რომ ფლეტჩერს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ლეგენდარული კენი დალგლიშის რეკორდი გააუმჯობესოს. ცნობისთვის, დალგლიშმა შოტლანდიის ეროვნულ გუნდში 102 მატჩი ჩაატარა.
"წარმოიდგინეთ, რა განწყობით ხვდება დარენი ამ მატჩს – ეს ხომ მისი 50-ე სანაკრებო თამაში
დარენი კარგ საფეხბურთო ასაკშია და, მართალია, ყოველ უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, თავის პატრიოტულ ვალდებულებებზე უარი არასდროს უთქვამს. ერთხელაც არ მომხდარა, ფლეტჩერი თუნდაც ამხანაგურ მატჩზე არ ჩამოსულიყო – უბრალოდ, მას შოტლანდიის ნაკრებში თამაში სურს.
დარენი ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღზარდა, ვინც ყოველთვის ოცნებობდა ძლიერ შოტლანდიის ნაკრებზე. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი როგორც ფლეტჩერის თამაშითაა კმაყოფილი, ისე მისი ადამიანური თვისებებითაც".