მასობრივი ლოთობა მოსკოვურ სტადიონზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩში რუსეთის ნაკრებმა სლოვაკებთან წააგო, რამაც მოსკოვური ფანობა გადარია. ადგილობრივმა მილიციამ 67 ხულიგანი დააპატიმრა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ყველაფერი "ლოკომოტივის" სტადიონის ტრიბუნებზევე მოხდა.

მოსკოვის მილიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივართა მხრიდან წესრიგის მასობრივი დარღვევა დაფიქსირდა, რასაც მილიციის რაზმების ადექვატური რეაქცია მოყვა.

"წესრიგის მასობრივი დარღვევა" კი სინამდვილეში აბსოლუტურად პროზაული და ჩვეული იყო მოსკოვისა და ზოგადად რუსეთისთვის. საყვარელი გუნდის მარცხით გულდაწყვეტილმა ფანებმა დარდის არაყში ჩახრჩობას "ლოკომოტივის" ტრიბუნებზევე შეუდგნენ. ოღონდ შინაგან საქმეთა სამმართველოს სპიკერი არ აკონკრეტებს, თუ როგორ
მოახერხეს ფანებმა ტრიბუნებზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების შეტანა – 28-ათასიანი სტადიონის შემოსასვლელებში და სარბენ ბილიკებზე წესრიგს ხომ 2 ათასი მილიციელი იცავდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული