უელსი დროებით ფლინს ჩააბარეს

AutoSharing Option
ბულგარეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩებისთვის უელსის ეროვნულ გუნდს ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწრთნელი ბრაიან ფლინი მოამზადებს.

ჭალეს Oნლინე-ის ინფორმაციით, ფლინი უელსის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს მართავს. ქვეყნის საფეხბურთო ხელისუფლება სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ ჩამოყალიბდება ნაკრების ახალი მესაჭის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაძლოა, იგივე ფლინმა გუნდთან მუშაობა გააგრძელოს კიდეც. სხვათა შორის, 54 ფლინი უელსის 21-წლამდელთა ნაკრებს სათავეში აგერ უკვე 6 წელია უდგას, ხოლო ფეხბურთელობისას, გასული საუკუნის 70-იან-80-იან წლებში უელსის ეროვნულ გუნდში 66 მატჩი ჩაატარა. ჰო, კიდევ ეს კაცი იმითაა ცნობილი, რომ
სულ რაღაც 160 სანტიმეტრის სიმაღლისაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული