ხორვატია: სუბაშიჩი, სტრინიჩი, შილდენფელდი (შიმუნიჩი 46), ვიდა, ჩორლუკა (ვრსალკო 80), პერიშიჩი (კრანჩარი 46), ილიჩევიჩი (რაკიტიჩი 60), ბადელი, დუიმოვიჩი (ვუკოევიჩი 46), კალინიჩი, ედუარდო (მანჯუკიჩი 60)
ესტონეთი: პარეიკო, შიშოვი, კლავანი, კრუგლოვი, დმიტრიევი, კიიდრონი (სტეპანოვი 46), ვასილიევი, კონსა (კამსი 46), კინკი (ვუნკი 73), ოიამაა (ჰააგი), ოპერა (ტამი 58)
გოლები: 1:0 ჩორლუკა (16), 2:0 კალინიჩი (20), 3:0 ვუკოევიჩი (81), 3:1 ვასილიევი (83)
ხორვატიის ნაკრებმა პატარა ქალაქ პულაში ამხანაგურ შეხვედრაში ესტონელებს უმასპინძლა და ექსპერიმენტული შემადგენლობით 3:1 სძლია. თამაშს განსაკუთრებულ ფასს ის მატებდა, რომ სლავენ
ბალკანელებს სულ 15 წუთი დასჭირდათ მეტოქის კარის ასაღებად. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ვედრან ჩორლუკამ ახლო მანძილიდან სერგეი პარეიკოს კარში მიუჩინა ადგილი.
ზუსტად 4 წუთში მასპინძელთა უპირატესობა გაორმაგდა. ედუარდო-პერიშიჩი-კალინიჩის კომბინაცია უკანასკნელის შედეგიანი დარტყმით დასრულდა.
ტაიმის მიწურულამდე უპირატესობას ისევ ხორვატები ფლობდნენ, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც. 81-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა - სიმე ვრსალკოს გადაცემით თავი გამოიჩინა ოგნენ ვუკოევიჩმა. 2 წუთში თამაშს წერტილი დაესვა - კონსტანტინ ვასილიევმა ეფექტური გოლი გაიტანა საჯარიმოდან.
სლავენ ბილიჩის გუნდი გუშინ საღამოს ავსტრიაში გაემგზავრა ერთკვირიან შეკრებაზე. 2 ივნისს კი ის ოსლოს ეწვევა, სადაც ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ხორვატთაგან მესამე გოლის ავტორმა, კიევის "დინამოს" 28 წლის ნახევარმცველმა ოგნენ ვუკოევიჩმა: "მწვრთნელი ურთულესი არჩევანის წინაშე დგას. ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი იმსახურებენ საბოლოო განაცხადში მოხვედრას, მაგრამ ამას ყველა რომ ვერ შეძლებს, გასაგებია.
იმედი მაქვს, ის ფეხბურთელები, ვინც გუნდის მიღმა აღმოჩნდებიან, გულში ისევ დარჩებიან ჩვენს გულშემატკივრებად.
ესტონეთთან ძალიან ვეცადეთ, მომზადების პირველი ეტაპი კარგი თამაშით დაგვესრულებინა და ეს მოვახერხეთ კიდეც. იმედია, ირლანდიასთან სადებიუტო შეხვედრაშიც ასევე ვითამაშებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"