მისი თქმით, ევროპის ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც კონტინენტის პირველობას კონკურენტებთან შედარებით დასვენებული შეხვდება.
გაბელიას მოეწონა იტალიის ნაკრების თამაში და ელოდა კიდეც, რომ "სკუადრა აძურა" მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და არ დამარცხდებოდა.
საფრანგეთი-ინგლისი
ორივე გუნდმა ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშა. საფრანგეთს გარკვეული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე ინგლისმა ეს ფრე
დიდ ტურნირებზე პირველ მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ევროპის ჩემპიონატის წაგებით დაწყება არავის უნდა და ორივე გუნდის თამაშში გადამეტებული სიფრთხილე იგრძნობოდა.
მომდევნო ტურები გამოაჩენს, ვის როგორ წაადგება ეს თითო ქულა, მაგრამ ერთმანეთთან ფრე საფრანგეთისა და ინგლისისთვის ურიგო დასაწყისი არ უნდა იყოს.
უკრაინა-შვედეთი
უფრო ძალისმიერი ორთაბრძოლა ვიხილეთ, ვიდრე ტექნიკური, მაგრამ მატჩის სანახაობრივ მხარეზე ეს უარყოფითად არ ასახულა.
ფეხბურთი, რა თქმა უნდა, უპირველესად, გუნდური თამაშია, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და განსაკუთრებით კი, ანდრეი შევჩენკომ კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რომ კონკრეტული ფეხბურთელის ოსტატობასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
იმაშიც დავრწმუნდით, რომ ფეხბურთელის პასპორტს მნიშვნელობა არ აქვს - შევჩენკო, უბრალოდ, შესანიშნავი იყო.
უკრაინის ნაკრებმა დიდი შემართებისა და კონცენტრაციის ხარჯზე გაიმარჯვა, თუმცა შვედეთი მარცხისთვის მაინც დამენანა. საკმაოდ კარგი გუნდია და ვფიქრობ, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.
მეოთხედფინალში თამაშის შანსი ამ ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს.
ოთარ გაბელია: მეოთხედფინალში გასვლა ოთხივეს შეუძლია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-ინგლისი 1:1 - მოსაწყენი სანახაობა
უკრაინა-შვედეთი 2:1 - უკრაინის ისტორიული გამარჯვება
ევრო 2012. პროგნოზები. ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი