"გერმანიის წაგება ვერც კი წარმომიდგენია - ისინი ხომ ძალიან ძლიერები, სწრაფები და პროფესიონალები არიან. ეს ძალიან სოლიდური გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ მის შემადგენლობაში არცთუ ბევრი ნამდვილი ვარსკვლავი თამაშობს. ერთადერთი, რაც გერმანიის ნაკრებში არ მომწონს, მარჯვენა ფლანგზე ჟერომ ბოატენგის თამაშია, მაგრამ ეს გერმანული გუნდის ერთადერთი ნაკლია.
ბუკმეკერულ კანტორაში რომ ვთამაშობდე, მარიო გომესის გოლის გატანაზე დავდებდი. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელებთან მატჩში ის ძალიან მონდომებული იქნება.
რაც შეეხება ანგარიშს, გერმანიის 2:0 მოგებაზე დავდებდი. იტალიას ინგლისთან ბევრი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. გერმანელებთან იტალიელებს ბევრად ნაკლები შანსი ექნებათ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გატანას მოახერხებენ", - თქვა ფაულერმა.
ასევე იხილეთ: